რაისი, კოპონენი, შვედი, დრაგიჩი, ტოდოროვიჩი... ესენი ხომ ევროპული კალათბურთის ვარსკვლავები არიან. ასე რომ, მათთან დიდი სხვაობით წაგებას ალოგიკურს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.
56-ქულიანი სხვაობით წაგება ლოგიკურია? - გაიკვირვებს მავანი. პასუხი მხოლოდ დადებითია, რადგან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წელმაგარი კლუბი, "ხიმკი" ეთამაშებოდა ევროსარბიელზე მოასპარეზე კლუბთაგან ყველაზე გაჭირვებულს.
სწორედ ფინანსების სიმცირის მიზეზით იყო, სეზონის დასაწყისში "ვითა" ძლიერი ლეგიონერებით რომ ვერ გაძლიერდა. ვინც ჩამოვიდა, იანვრამდე სამივე
"ხიმკის" მსგავს გრანდთან სრულფასოვნად საბრძოლველად (მოგებას არავინ ჩივის) საჭიროა დიდი ენერგია, სათანადო მომზადება და მოტივაცია. როცა არ არის ფული, მაშინ ვერც მოტივაცია იქნება, ვერც სათანადო მიდგომა ვარჯიშისა თუ თამაშისადმი და ვერც ენერგიის სრულყოფილი აღდგენა...
როგორც შევიტყვეთ, კალათბურთელებს ხელფასები არ აუღიათ და ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია მათ კოპონენის, დრაგიჩისა თუ რაისის გასწრება მოვთხოვოთ.
ისღა დაგვრჩენია, სიტუაციის რაც შეიძლება მალე გამოსწორება ვისურვოთ.
ვითიბი ლიგა. XVIII ტური
1-ლი თებერვალი. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
ვითა-ხიმკი 52:108
15:32, 11:25, 9:29, 17:22
ვითა: მაისურაძე, ჩლაიძე (3ქ, 2პ), რევაზაშვილი (2პ), ჯონსი (13ქ), შენგელია (3ქ, 2პ), სტარატელევი (14ქ, 2პ), ანიკიენკო (6ქ), ტომასი (11ქ, 6მ), წივწივაძე (2ქ).
ხიმკი: რაისი (3ქ, 8პ), დრაგიჩი (12ქ, 6მ, 2პ), ბონი (25ქ, 5მ), კოპონენი (9ქ, 13პ), ვიალცევი (20ქ, 7პ), სოკოლოვი (2ქ), ილნიცკი (4ქ), მონია, იაკუშინი (2ქ), ტოდოროვიჩი (21ქ, 5პ, 4მ), ჰანიკატი (6ქ, 5მ), შელეკეტო (4ქ, 5მ).
მსაჯები: ი. კოკაინისი (ლატვია), მ. ამბროსოვი (უკრაინა), ი. იგნატიევი (ბელარუსი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"