თბილისის "ვითა" ვითიბი ლიგაში ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაში 22-ე ტურის შეხვედრა ჩაატარა.

"ვითა" მოსკოვის "ლოკომოტივს" ესტუმრა და ანგარიშით 71:121 დამარცხდა.

"ლოკომოტივის" შემადგენლობაში 23 ქულით საუკეთესო რაიან ბროკჰოფი გახდა, "ვითაში" კი 13-13 ქულით საუკეთესოები ბაჟერანო, ჯონსი და ტომასი გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ვითას" ვითიბი ლიგაში ჯერ არ მოუგია.

მომდევნო მატჩს "ვითა" სტუმრად ყაზანის "უნიქსთან" 28 თებერვალს გამართავს.

ლოკომოტივი-ვითა 121:71
32:25, 24:14, 41:13, 24:19