მოკლედ, სასწორის ორივე პინა ძალიან იყო დამძიმებული. ემოციები მოედანზეც დუღდა და ტრიბუნებზეც.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა თანაბრად დაიწყო და მესამე პერიოდამდე ასე გაგრძელდა, ვიდრე "კაკტუსი" 14:0 გაქცევას არ მოაწყობდა. სწრაფი გარღვევებითა და სამქულიანებით არჩილ ჟღენტის შეგირდებმა სოლიდური სპურტის შემდეგ 17-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს - 58:41.
დარჩენილ დროში "ვითა" ბევრს ეცადა, მაგრამ თამაშის შემობრუნება
არჩილ ჟღენტი ("კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი):
- სეზონის მანძილზე ჩვენ სირთულე გვქონდა, რაც ერთად გადავლახეთ. სასიხარულოა, რომ "ვითიბი" ლიგაში მოასპარეზე ძლიერი "ვითას" დამარცხება შევძელით ფინალის დარ მატჩში და მთავარი მიზანი, რომელიც სუპერლიგაში მოხვედრა იყო, შევასრულეთ. "კაკტუსი" ყოველთვის ამბიციური იქნება.
19 აპრილი, თბილისი
კაკტუსი-ვითა 83:63
20:20, 20:13, 20:14, 23:16
კაკტუსი: ჰენრი (22ქ, 7მ, 4პ), ბააკაშვილი (6ქ, 6პ), ჩიკვილაძე (7ქ, 9მ, 5პ), უილიამსი (21ქ, 5მ), ლოლიშვილი (6ქ), ათანალიშვილი (3ქ), ლომიძე (19ქ, 5მ).
ვითა: მაისურაძე (7მ), ჩლაიძე (14ქ), რევაზაშვილი (2ქ, 8მ), ჯონსი (21ქ, 7მ, 3პ, 2დ), სტარატელევი, ანიკიენკო (10ქ, 9მ), წივწივაძე (13ქ, 6მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი.
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. კაკტუსი 15 13 2 1257/945 28
2. ვითა 15 13 2 1160/920 26
3. წყალტუბო 14 7 7 944/956 21
4. სეუ 15 6 9 1038/1206 21
5. თსუ 14 5 9 983/1122 19
6. ვინგსი 15 0 15 993/1226 15
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"