ისინი "ა" ლიგის ფინალის მსგავს მატჩში დღეს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში 14:30 საათზე დაიწყება. გამარჯვებული კი სუპერლიგა 2016-17-ის საგზურს მიიღებს.
"ა" ლიგის გათამაშება წრიული სისტემით წარიმართა და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებზე "კაკტუსი" და "ვითა" ავიდნენ, ოღონდ ჯერაც გასარკვევია, რომელი იქნება პირველი და რომელი - მეორე. ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა და გამარჯვებული რეგულარულის ჩემპიონადაც გამოცხადდება.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ "ვითას" სწორედ "კაკტუსთან" მომხდარი ამბების შემდეგ დააკლეს
ამას სადისციპლინო კომიტეტში დიდი გარჩევა მოჰყვა, ხოლო თავად კალათბურთელმა საქართველო დატოვა, არც "კაკტუსში" უთამაშია, აღარც "ვითაში".
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. კაკტუსი 14 12 2 1174/882 26
2. ვითა 14 13 1 1097/837 25*
3. წყალტუბო 14 7 7 944/956 21
4. თსუ 14 5 9 983/1122 19
5. სეუ 14 5 9 939/1128 19
6. ვინგსი 14 0 14 915/1127 14
* - "ვითას" დაკლებული აქვს 2 ქულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"