თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
თბილისის საკალათბურთო კლუბმა "ვითამ" ვითიბი ლიგის მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ქართულმა კლუბმა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ბელორუსის "ცმოკი-მინსკი" ერთი ქულის სხვაობით - 81:80 (16:19, 23:18, 19:25, 23:18) დაამარცხა.

შეხვედრის ბედი ბოლო წამს გადაწყდა - მასპინძლებს გამარჯვება ბექა წივწივაძის ზუსტმა ტყორცნამ მოუტანა. მოედანზე ყველაზე შედეგიანი კი "ვითას" ამერიკელი ლეგიონერი დენიელ ბეჟარანო იყო, რომელმაც 21 ქულა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრამდე თბილისურ გუნდს ლიგაში 26 მატჩი ჰქონდა წაგებული. მომავალ მატჩს "ვითა" სტუმრად 5 აპრილს, ჩეხურ "ნიმბურკთან" გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ