NCAA: "კაროლინა" ჩემპიონია

AutoSharing Option
გუშინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტური კალათბურთის საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. ფინიქსში გამართულ ფინალში ჩრდილოეთ კაროლინამ 71:65 დაამარცხა გონზაგა. კაროლინელები ისტორიაში მეექვსედ გახდნენ ჩემპიონები.

მთლიანად "ოთხთა ფინალის" საუკეთესო მოთამაშედ ჩრდილოეთ კაროლინას მცველი ჯოელ ბერი დაასახელეს, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში 22 ქულა და ექვსი შედეგიანი პასი დააგროვა.

ბერი "ოთხთა ფინალს" ორივე ფეხზე აქილევსის მყესის დაჭიმულობით თამაშობდა. შაბათს, ორეგონთან ნახევარფინალში (77:76) მან 14-დან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო. ფინალში კი 19-დან შვიდი ტყორცნა მოათავსა კალათში, რაც საკმარისი აღმოჩნდა მოგებისთვის.

ბერი პირველი მოთამაშეა ბილ უოლტონის (1972-73) შემდეგ,
ვინც მინიმუმ 20 ქულა დააგროვა NCAA-ის ზედიზედ ორ ფინალში.

ჩრ. კაროლინა-გონზაგა 71:65
32:35, 39:30
ჩ-კ: ბერი (22+6 პასი), ჯექსონი (16), ჰიქსი (13+9 მოხსნა).
გ: უილიამს-ჰოსი (15+9 მოხსნა+6 პასი), პერკინსი (13), კარნოვსკი (9+9 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვის რაში აინტერესებს ამერიკის სტუდენტური კალათბუთი??
ბაბაია
02:53 05-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული