კრსტიჩი თავისუფალია

AutoSharing Option
სერბი კალათბურთელი ნენად კრსტიჩი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შეხსენებისთვის: გუშინ ათენის სპორტის სასახლეში ბერძენთა და სერბთა ნაკრებების მატჩი ჩხუბის გამო შეწყდა, ხოლო კრსტიჩმა მასპინძელთა ცენტრ იოანის ბურუსისს თავში სკამი ჩაარტყა.

კრსტიჩი პროკურორის სანქციით დააპატიმრეს, სერბმა მთელი ღამე გისოსებს მიღმა გაატარა, დილიდან კი მას პოლიციაში კითხავდნენ, რის შემდეგაც გაათავისუფლეს, თუმცა საქმე არ დახურულა. კრსტიჩის მიმართ გამოძიება გაგრძელდება – სპორტში ძალადობის შემთხვევების შემსწავლელი სპეციალური კომისია ორი გუნდის კალათბურთელთა შორის გამართული მასობრივი ჩხუბის ვიდეომასალებს შეისწავლის და მხოლოდ მერე გადაწყდება, რა ბრალდებებს წაუყენებენ ნენად კრსტიჩს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული