მის მანქანას საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გზაზე გადმომხტარი გარეული ღორი იყო.
გერმანიის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გოტინგენელებს გასულ უქმეებზე დანიშნული "ბონთან" მატჩის გადადება შესთავაზეს, თუმცა თავად "გოტინგენის" კალათბურთელებმა თქვეს უარი - ამ მატჩს მეგობრის ხსოვნას მივუძღვნითო. შეხვედრა "ბონმა" 84:65 მოიგო.
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გულშემატკივრებმა უარი თქვეს ბარაბნების გამოყენებასა და ერთმანეთის შეურაცხმყოფველ შეძახილებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"