კობი ბრაიანტი: კალათბურთის ანბანს იტალიაში დავეუფლე

AutoSharing Option
"ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში იტალიაში ითამაშებს, სადაც ბავშვობის ნაწილი გაატარა. მსოფლიო კალათბურთის ერთერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს "ვირტუსი" ორმოცდღიან კონტრაქტზე მოელაპარაკა.

ბრაიანტი 3 მილიონ დოლარს მიიღებს. თუმცა ოფიციალურად კონტრაქტი ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

"იტალია ჩემი სახლია.NBA-ზე ოცნება სწორედ აქ დავიწყე. კალათბურთის ანბანს სწორედ აქ დავეუფლე, სროლას, პასებს, მოედანზე უბურთოდ გადაადგილებას. ჩემმა თანატოლებმა ამერიკაში მსგავსი არაფერი იცოდნენ, ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, რაც შეიძლება მაღლა ამხტარიყვნენ და ზემოდან ჩაეგდოთ", - თქვა ბრაიანტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული