კენგურუები ბოგუტის გარეშე

AutoSharing Option
8 სეზონის განმავლობაში ბრეტ ბრაუნი "სან ანტიონიოში" ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის ასისტენტად მუშაობდა, ამჟამად კი ეს მწვრთნელი ავსტრალიის საკალათბურთო ნაკრებს თავკაცობს. ბრაუნის გუნდი 28 აგვისტოს თურქეთის ქალაქ ქაისერიში იორდანიის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩს გამართავს, იქამდე კი ამერიკელმა სპეციალისტმა საბოლოო არჩევანი გააკეთა.

ბრეტ ბრაუნის სათურქეთო განაცხადში რამდენიმე ცნობილი ფიგურაა: დევიდ ანდერსენი და პატრიკ მილსი NBA-ში თამაშობენ, თუმცა "კენგურუების" მთავარი ვარსკვლავი ენდრიუ ბოგუტი მსოფლიოს ჩემპიონატს მძიმე ტრავმის გამო გააცდენს.

ცენტრები: დევიდ ანდერსენი ("ტორონტო", NBA), ერონ ბეინსი ("ოლდენბურგი", გერმანია), ალეკს მარიჩი ("პანათინაიკოსი", საბერძნეთი);

ფორვარდები:
დევიდ ბარლოუ ("სარაგოსა", ესპანეთი), ჯო ინგლზი ("გრანადა", ესპანეთი), მეტიუ პიტერ ნილსენი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), მარკ უორთინგტონი ("ბროზე ბასკეტსი", გერმანია);

მცველები: პატრიკ მილსი ("პორტლენდი", NBA), ადამ გიბსონი ("გოლდ კოუსტ ბლეიზი"), სტივენ მარკოვიჩი ("ცრვენა ზვეზდა", სერბეთი), დემიენ მარტინი ("პერთ უაილდქეთსი"), ბრედ ნიული ("ლიეტუვოს რიტასი", ლიტვა).

ჩემპიონატის წინასწარ ეტაპზე ავსტრალიელები A ჯგუფში არგენტინის, გერმანიის, სერბეთის, ანგოლისა და ხსენებული იორდანიის ნაკრებს გაეჯიბრებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული