ლიტველები ჩამოყალიბდნენ

AutoSharing Option
ლიტვის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კესტუტის კემზურამ სათურქეთო შემადგენლობა დაასახელა. ცნობისთვის, 28 აგვისტოს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება, სადაც ლიტველები პირველ ეტაპს D ჯგუფში ჩაატარებენ. მათთან ერთად მომდევნო სტადიაზე გასვლისთვის კანადის, საფრანგეთის, ლიბანის, ახალი ზელანდიისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები იბრძოლებენ.

ლიტვის ნაკრების შემადგენლობა:

მცველები: მარტინას გეცევიჩუსი ("ლიეტუვოს რიტასი"), მანტას კალნიეტისი ("ჟალგირისი"), მარტინას პოჩიუსი ("ჟალგირისი"), ტომას დელინინკაიტისი (პაოკ, საბერძნეთი), რენალდას სეიბუტისი ("ბილბაო", ესპანეთი);

ფორვარდები: სიმას იასაიტისი ("გალათასარაი", თურქეთი), ლინას კლეიზა ("ტორონტო", NBA), იონას მაჩულისი ("მილანი", იტალია), პაულიუს
იანკუნასი ("ჟალგირისი"), ტადას კლიმავიჩუსი ("ჟალგირისი");

ცენტრები: მარტინას ანდრიუშკევიჩუსი ("ალიკანტე", ესპანეთი), რობერტას იავტოკასი ("ვალენსია", ესპანეთი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული