ამერიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. "დრიმ თიმის" რიგებში ბოლო ზედმეტი კალათბურთელი "ბოსტონ სელტიქსის" გამთამაშებელი რაჟონ რონდო აღმოჩნდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ესპანეთთან საკონტროლო შეხვედრაში კრჟიჟევსკიმ ერთი წუთიც არ ათამაშა ბოსტონელი.
"სულელად გამომიყვანეს. თუმცა ეს ისედაც ცხადი იყო. ბოლო მატჩში ესპანეთთან არ მითამაშია და იმ მომენტიდან ყველაფერს მივხვდი. რა თქმა უნდა, საწყენია, მაგრამ მთავარია, ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს", - მოჰყავს USA Today-ის რონდოს სიტყვები.
კრჟიჟევსკის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკის საბოლოო შემადგენლობამ ასეთი სახე მიიღო:
მცველი: ჩონსი
ფორვარდები: კევინ დურანტი (ოკლაჰომა სიტი), რუდი გეი (მემფისი), დენი გრეინჯერი (ინდიანა), კევინ ლავი (მინესოტა), ლამარ ოდომი (ლეიკერსი);
ცენტრები: ტაისონ ჩენდლერი (დალასი).