ამერიკა, სრული სვლით

AutoSharing Option

ესპანეთი ფრანგულ რიფს შეეჯახა

თურქეთის ოთხ ქალაქში - სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და ქაისერიში - დაიწყო მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი კალათბურთში. თავიდან პლანეტის 24 საუკეთესო ნაკრები ოთხ ჯგუფში თამაშობს, 4-4 საუკეთესო მერვედფინალში გავა. ამერიკის ნაკრებმა, რომელიც მთლიანად ნბა-ს ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული ორივე თამაში იოლად მოიგო, მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს კი ხელი პირველსავე ტურში მოეცარა.

A ჯგუფი (ქაისერი)

სერბეთი-ანგოლა 94:44
(25:9, 18:9, 34:14, 17:12)
სერბეთი: რაშიჩი (22 ქ), სავანოვიჩი (13), მაჩვანი (11), ბიელიცა (9), პეროვიჩი (9), ველიჩკოვიჩი (8 ქ, 7 გ), ტეპიჩი (7), მარკოვიჩი (7), პაუნიჩი (5), კეშელი (3).

ანგოლა: სიპრიანო (10), მორაიში (8), მბუნგა (7), გომეში (5), მინგაში (4), ამბროსიუ (3), ბონიფაშიუ (2), პაულუ (2), ჟერონიმუ (2), ლუტონდა (1), ფორტეში, ალმეიდა.

სერბეთის ნაკრებს საბერძნეთში ჩხუბისათვის დისკვალიფიცირებული ორი ლიდერი აკლდა "ოკლაჰომას' ცენტრი ნენად კრსტიჩი და "ოლიმპიაკოსის" პლეიმეიქერი მილოშ ტეოდოსიჩი. მიუხედავად ამისა, სერბებმა აფრიკელებზე გაილაღეს - 50 ქულის სხვაობით მოუგეს! ამ მატჩში უკვე პირველ მეოთხედში გადაწყდა გამარჯვებულის ვინაობა, ტეოდოსიჩის არყოფნაში ძირითად გამთამაშებლად "პარტიზანელმა" ალექსანდარ რაშიჩმა ითამაშა ბრწყინვალედ. მან ხუთიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო და I მეოთხედში 14 ქულა მიითვალა. ბოლო მეოთხედს თუ არ ჩავთვლით, მატჩი სულ სერბთა კარნახით წარიმართა, ბოლოში კი სერბებმა ყურადღება მოადუნეს და ანგოლელებმა ის მეოთხედი მხოლოდ 5 ქულის სხვაობით წააგეს.
"ყველა მეტოქეს სერიოზულად ვუდგებით და მათ შორის ანდორასაც. 50-ქულიანი სხვაობით მოგება ბრწყინვალე დასაწყისად მიმაჩნია", - განაცხადა "ბარსელონაში" გადაბარგებულმა ცენტრმა კოსტა პეროვიჩმა. 

არგენტინა-გერმანია 78:74
(23:18, 16:24, 26:12, 13:20)
არგენტინა: დელფინო (27 ქ, 8 მ), სკოლა (20), ობერტო (11), ლ. გუტიერესი (6), კინტეროსი (5), პრიჯონი (4), ხ. გუტიერესი (2), კამერიკსი (2), სეკუეირა (1), გონსალესი, ხასენი, მატა. 
გერმანია: გრინი (20), პლაისი (12), შაფარციკი (8), იაგლა (8 ქ, 10 მ)), ოლბრეხტი (6), ჰამანი (6), ჰარისი (6), ბენცინგი (5), შვეტელმი (3), შტეიგერი, გიუნტერი, მაკნაუტონი.

საოცარია, მაგრამ სამშობლოდან ათიათასობით კილომეტრის დაშორების მიუხედავად ქაისერის "კადირ ჰაშ არენაზე" არგენტინელები თავს შინ გრძნობდნენ, რადგან მათ დაახლოებით ათასკაციანი ჯგუფი გულშემატკივრობდა. პირველი ათწუთეული ამერიკელებმა ორი ცენტრის, ფაბრისიო ობერტოსა და ლუის სკოლას კარგი თამაშის წყალობით მოიგეს 23:18. დირკ ნოვიცკის არყოფნა პირველივე მეოთხედში დაეტყო ბუნდესნაკრებს. გერმანია, რომ არ დანებდა მთლიანად ამერიკელი მცველის, დემონდ გრინის აგრესიული თამაშის დამსახურებაა. პირველი ტაიმის დასრულებამდე წამნახევრით ადრე გრინის სამქულიანმა შესვენებაზე გერმანია გაიყვანა ლიდერის როლში - 42:39. გრინის ანგარიშზე პირველ ნახევარში 12 ქულა იყო.
არგენტინელთა მწვრთნელმა სერხიო ერნანდესმა მესამე მეოთხედში მთავარი გამთამაშებელი პაბლო პრიჯონი სკამზე დასვა და მის მაგივრად ლუის სეკუეირა ათამაშა. ამან გაამართლა და სეკუეირას ბრწყინვალე პასების წყალობით ერთ მონაკვეთში არგენტინა 14:0 "გაიქცა". სროლები წაუვიდა კარლოს დელფინოს, რომელმაც მეოთხედში 11 ქულა ჩააგდო. ბოლო მეოდხედის წინ ამერიკელები 11 ქულას იგებდნენ, მაგრამ კინაღამ დაისაჯნენ მოდუნების გამო - გრინისა და შტეფენ ჰამანის წყალობით გერმანელებმა სხვაობა შეამცირეს. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით და 15 წამით ადრე ოლბრეხტის საჯარიმოებით გერმანიამ 71:71 გაათანაბრა, მაგრამ ობერტოს, სკოლასა და დელფინოს მოწადინებით არგენტინელებმა მაინც მიიყვანეს საქმე პირველ გამარჯვებამდე.
სერხიო ერნანდესი (არგენტინა): "ეს მაინც პირველი მატჩი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე. ჩვენ კარგად ვითამაშეთ გადამწყვეტ მომენტებში. ამ ტურნირზე ყოველი მატჩი ფინალივითაა".

ავსტრალია-იორდანია 76:75
(12:18, 20:21, 24:16, 20:20)
ავსტრალია: მარიჩი (23), ანდერსენი (22), მილსი (10), ნილსენი (9), ნიულეი (4), ინგლესი (3), უორტინგტონი (3), ჯიბსონი (2), მარტინი, მარკოვიჩი, ბარლოუ, ბეინესი.
იორდანია: აბასი (20 ქ, 10 მ), რაიტი (16), ადაისი (11), დაღლესი (7), სობჟოკოვი (5), ალ-ხასი (5), ზაღაბი (2), ალნაჯარი, ჰადრაბი, ალ-სუსი, ჰუსეინი.

ავსტრალიის ნაკრები სენსაციურ მარცხს გადაურჩა, თითქმის მთელი მატჩი იორდანიის გუნდი ლიდერობდა. ბრწყინვალედ თამაშობდა აზიელთა ფორვარდი ზაიდ აბასი. პირველი მეოთხედი იორდანიელებმა 18:12 მოიგეს, აბასის ანგარიშზე კი ნაკრების ქულათა ნახევარი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატის დებიუტანტებმა ტაიმი 5 ქულის სხვაობით მოიგეს. ავსტრალიელები მესამე მეოთხედში გამოფხიზლდნენ, მეოთხედის ბოლო წამებზე ალექსანდარ მარიჩმა ჩააგდო და ავსტრალია პირველად დააწინაურა - 56:55. ბოლო მეოთხედში აზიელები უკეთ ათამაშდნენ და მატჩის დასრულებამდე წუთი და 23 წამით ადრე 6 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ, მაგრამ მარიჩისა და დევიდ ანდერსენის წყალობით "მწვანე კონტინენტის" შვილებმა იყოჩაღეს.
ბრეტ ბრაუნი (ავსტრალია): "ბიჭებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს. "მაღლებმა" ანდერსენმა, მარიჩმა და ნილსენმა იყოჩაღეს, თორემ მარცხი არ აგვცდებოდა".

ანგოლა-იორდანია 79:65
(16:17, 13:18, 17:12, 33:18)
ანგოლა: ლუტონდა (16), მორაიში (14), გომეში (13), ალმეიდა (11), მინგასი (8), ამბროსიო (8), სიპრიანუ (4), პაულუ (3), ბონიფაშიუ (2), ჟერონიმუ, ფორტესი.
იორდანია: რაიტი (18), აბასი (14), ადაისი (9), დაღლესი (8), ალავადი (7), ალ-ხასი (6), სობჟოკოვი (3), ალნაჯარი, ჰადრაბი, ალ-სუსი, ჰუსეინი.

გერმანია-სერბეთი 82:81
(14:17, 23:18, 19:19, 13:15)
გერმანია: იაგლა (22 ქ, 9 მ), გრინი (15), შაფარციკი (14), მაკნაუტონი (12), ჰამანი (10), ჰარისი (4), პლაისი (2), ბენზინგი (2), შვეტელმი (1), შტეიგერი, გიუნტერი, ოლბრეხტი.
სერბეთი: პეროვიჩი (20), რაშიჩი (15), ტეპიჩი (14), ველიჩკოვიჩი (11 ქ, 9 მ), მაჩვანი (9), კეშელი (7), მარკოვიჩი (3 ქ, 7 მ, 7 გ), ბიელიცა (2), პაუნიჩი, სავანოვიჩი.

თამაშის დასრულებამდე წუთით ადრე გერმანელები 82:77-ს იგებდნენ. შემდეგ სერბებმა ტეპიჩმა და რაშიჩმა ორ-ორი საჯარიმო ჩააგდეს და სხვაობა 1 ქულამდე დაიყვენეს. სერბებს კიდევ ერთი შეტევის შანსი მიეცათ, მაგრამ თამაშის დასრულებამდე სამი წამით ადრე ტეპიჩმა ორქულიანი ააცილა.  

არგენტინა-ავსტრალია 74:72
20:25, 13:14, 19:17, 22:16
არგენტინა: სკოლა (31), ლ. გუტიერესი (17), პრიჯონი (9 ქ, 7 გ), დელფინო (7), ხასენი (4 ქ, 10 მ), გონსალესი (2), სეკუეირა (2), კამერიკსი (2), ობერტო, ხ. გუტიერესი, მატა.
ავსტალია: ინგლესი (22), მილსი (21), ნილსენი (10 ქ, 10 მ), ჯიბსონი (7), ანდერსენი (7), ნიული (5), მარტინი, მარკოვიჩი, ბარლოუ, უორტინგტონი, ბეინესი, მარიჩი.

სატურნირო მდგომარეობა: არგენტინა (2 მოგება), სერბეთი, გერმანია, ანგოლა, ავსტრალია (1-1 მოგება), იორდანი (0).


B ჯგუფი (სტამბოლი)

სლოვენია-ტუნისი 80:56
(22:14, 17:14, 24:12, 17:16)
სლოვენია: დრაგიჩი (16 ქ, 8 გ), ვიდმარი (15), ნახბარი (14), ბრეჟეჩი (9), სლოკარი (6), ლაკოვიჩი (5), ზუპანი (4), ბეჩიროვიჩი (3), კლობუჩარი (3), იაგოდნიკი (3), ს. უდრიჰი (2), რიჟვიჩი.
ტუნისი: სლიმანე (11), მეჯრი (9), კეჩრიდი (9), ჰადიდანე (8), მაუა (5), ღიაზა (4), ბენ რომდანე (4), ბრაა (4), დიფალა (2), ლაღნეჯი, კნიუა, რზიგი.

სლოვენიის ნაკრებს სტამბოლში 3 ათასამდე ფანი ჩამოყვა. მათი უპირატესობა ტურნირის დებიუტანტზე აშკარა იყო, თუ არ ჩავთვლით მეორე მეოთხედის ერთ მონაკვეთს, როცა აფრიკელებმა 6 ქულამდე შეამცირეს ანგარიშში სხვაობა. ევროპელთა რიგებში საუკეთესო გორან დრაგიჩი იყო 16 ქულით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 5 მოხსნით.

აშშ-ხორვატია 106:78
(22:20, 26:6, 30:22, 28:30)

აშშ: გორდონი (16), დიურანი (14), ბილაპსი (12), უესტბრუკი (10), გეი (10), როუზი (9), გრეინჯერი (9), ლავი (7), ოდომი (6), იგუოდალა (5), კარი (4), ჩენდლერი (4).
ხორვატია: ბოგდანოვიჩი (17), პოპოვიჩი (16), ტომიჩი (12), ზორიჩი (9), ბანიჩი (8), ტომაში (7), უკიჩი (5), ლონკარი (2), ანდრიჩი (2), კუში, სტიპჩევიჩი, პლანინიჩი.

ამერიკის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელიც 100-ქულიან ზღვარს გადაცდა პირველ ტურში. ამერიკელებმა 28 ქულით აჯობეს ხორვატებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტთა შორის მოიხსენიებიან. ხორვატია თანაბრად მხოლოდ საწყის მეოთხედში ებრძოლა 2010 წლის ფორმაციის "დრიმ თიმს", შემდეგ კი ამერიკელებმა მარწუხებში მოაქციეს ევროპელები, მეოთხედი 26:6 მოუგეს. ამ მეოთხედში ერთ მონაკვეთში ამერიკელებმა 14:2 მოუგეს მეტოქეს.
მაიკ კრჟიჟევსკი (აშშ): "ხორვატიას კარგი გუნდი ჰყავს, ფარქვეშ ბრწყინვალე კალათბურთელებით დაკომპლექტებული, მათი მცველები შესანიშნავი მსროლელები არიან".

ბრაზილია-ირანი 81:65
(22:12, 17:17, 22:17, 20:19)
ბრაზილია: ჯოვანონი (17), ბარბოზა (13), სპლიტერი (13), უერტასი (10), მაშადო (8), ნეტო (6), ვინისიუსი (6), გარსია (4), ბეკერი (2), ბატიშტა (2), დოს სანტოსი, ვარეჟაო.
ირანი: ჰადადი (16), კამრანი (13), საჰაკიანი (10), კაზემი (9), დავუდი (6), დავარი (4), კარდუსტი (3), ვეისი (2), ჰასანზადე (2), ნაბიპური, ზანდი, დავარპანა.

ბრაზილია იოლად გაუსწორდა აზიის ჩემპიონს. პირველ მეოთხედში ამერიკელები სამი ქულით იგებდნენ, როცა ტიაგო სპლიტერის სამქულიანის წყალობით "გაიქცნენ" და მას მერე ირანელებმა თამაშის შემობრუნება ვეღარ შეძლეს.

აშშ-სლოვენია 99:77
(23:11, 19:17, 25:18, 32:31)
აშშ: დიურანი (22), გეი (16), იგუოდალა (11), უესტბრუკი (11), ლავი (10 ქ, 11 მ), ბილაპსი (8), როუზი (7), გორდონი (6), ოდომი (5), კარი (3), გრეინჯერი, ჩენდლერი.
სლოვენია: ნახბარი (13), ვიდმარი (10), ს. უდრიჰი (9), რიზვიჩი (8), ბეჩიროვიჩი (8), დრაგიჩი (7), იაგოდნიკი (6), ლაკოვიჩი (5), ბრეჟეჩი (5), სლოკარი (4), ზუპანი (2), კლობუჩარი.

ამერიკის ნაკრებმა კვლავ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. ამჯერად, გორდონი ჩრდილში მოექცა და წინა პლანზე "ოკლაჰომას" ვარსკვლავმა კევინ დიურანმა წამოიწია, მის ანგარიშზე 22 ქულა, 4-4 მოხსნა, პასი და ჩაჭრაა, დიდებულად ითამაშა დაცვაში გეიმ. 

ხორვატია-ირანი 75:54
(22:13, 22:11, 9:16, 22:14)
ხორვატია: უკიჩი (13), ბოგდანოვიჩი (13), ტომიჩი (12), კუში (9), ტომაში (9), ლონკარი (7), ბანიჩი (6), ზორიჩი (6), პოპოვიჩი, პლანინიჩი, ანდრიჩი.
ირანი: ჰადადი (27 ქ, 9 მ), კაზემი (10), კამრანი (7), დავარი (6), ვეისი (2), კარდუსტი (2), ნაბიპური, დავუდი, ზანდი, ჰასანზადე, საჰაკიანი.

ბრაზილია-ტუნისი 80:65
26:16, 17:14, 16:18, 21:17
ბრაზილია: ბარბოზა (21), სპლიტერი (16), მაშადო (13), გარსია (10), ბატიშტა (9), ვინისიუსი (3), დოს სანტოსი (2), ბეკერი (2), უერტასი (2), ჯოვანონი (2), ნეტო, ვარეჟაო.
ტუნისი: კეჩრიდი (15), სლიმანე (14), მეჯრი (10), ჰადიდანე (8), რზიგი (7), ბრაა (5), კნიუა (3), მაუა (2), დიფალა (1), ლაღნეჯი, ღიაზა, ბენ რომდანე.

სატურნირო მდგომარეობა: აშშ, ბრაზილია (2-2), სლოვენია, ხორვატია (1-1), ირანი, ტუნისი (0-0)


C ჯგუფი (ანკარა)

თურქეთი-კოტ დივუარი 86:47
(23:11, 17:11, 13:14, 33:11)
თურქეთი: ონანი (18), ილიასოვა (17), თუნჯერი (9), გიულერი (8), აშიკი (8 ქ, 12 მ), გიონლუმი (6), თურქოგლუ (6), ერდენი (6), სავაში (4), აკიოლი (2), არსლანი (2), ერმიში.
კოტ დივუარი: კალე (10 ქ, 9 მ), ედი (9), კონე (7), ლამიზანა (6), დიაბატე (5), კონატე (4), ასიე (4), ტაპე (2), აბუო, სუმაჰორო, ამაგუ, ნდიაიე. 

"ანკარა არენაზე" წამით არ გაჩერებულა 8 ათასამდე გულშემატკივარი, თუმცა კი ამ მატჩის გამარჯვებულის ვინაობა უკვე პირველ მეოთხედში იყო ცხადი, პირველი წუთების შემდეგ ანგარიში 14:0 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. თურქეთის ნაკრებში საუკეთესოები ერსან ილიასოვა (17 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი) და ომერ ონანი (18 ქულა) იყვნენ.  

რუსეთი-პუერტო რიკო 75:66
(14:8, 22:26, 18:21, 21:11)

რუსეთი: მონია (16), კაუნი (13), მოზგოვი (13), პონკრაშოვი (10 ქ, 11 მ), ფრიდზონი (9), ვორონცევიჩი (8 ქ, 9 გ), ვორონოვი (3), ბიკოვი (3), კოლესნიკოვი, ჟუკანენკო, ხრიაპა, ხვოსტოვი.
პუერტო რიკო: ბარეა (25), რამოსი (15 ქ, 9 გ), ვასალიო (13), პივი (7), აროიო (4), დიასი (2), რივერა, უერტასი, სანჩესი, ბალკმანი, ლი, სანტიაგო.

რუსებმა თამაში ბოლო მეოთხედში მოიგეს, რომელშიც სლავებმა ოცი ქულის სხვაობით აჯობეს მეტოქეს. "დალასის" მცველმა ხოსე ბარეამ წაგებულებს 25 ქულა შესძინა.

საბერძნეთი-ჩინეთი 89:81
(25:18, 22:19, 18:25, 24:19)

საბერძნეთი: ბურუსისი (21), ზისისი (21), სპანულისი (19), დიამანტიდისი (11), პერპეროგლუ (6), ცარცარისი (6), კაიმაკოგლუ (3), კალატესი (2), ვუგიუკასი, პრინტეზისი.
ჩინეთი: ი (26 ქ, 14 მ), სუნი (15), ზ. ვანი (15), ს. ვანი (13), ლიუ (7), იუ (3), დინი (2), ინი, გუო, სუ, ჟოუ.

ბერძნები თავიდან სამქულიანების წყალობით დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ჩინელებმაც გამოიღეს ხელი განსაკუთრებით მათი ცენტრი იანლიან ი აქტიურობდა.

ჩინეთი-კოტ დივუარი 83:73
(21:17, 20:16, 25:18, 17:22)

ჩინეთი: ი (26 თ, 9 მ), ს. ვანი (25), ლიუ (12), ზ. ვანი (8), დინი (7), ჟოუ (4), სუნი (1), იუ, ინი, გუო, სუ.
კოტ დივუარი: დიაბატე (20), კონატე (11), ასიე (9), ედი (9), აბუო (8), კალე (7), კონე (6), ლამიზანა (3), სუმაჰორო, ამაგოუ, ნდიაიე, ტაპე. 

საბერძნეთი-პუერტო რიკო 83:80
(21:23, 14:18, 24:15, 24:24)
საბერძნეთი: სპანულისი (28), ცარცარისი (14), დიამანტიდისი (12 ქ, 7 გ), ბურუსისი (12 ქ, 9 მ), ზისისი (7), პერპეროგლუ (5), პრინტეზისი (3), ვუგიუკასი (2), კალატესი, კაიმაკოგლუ.
პუერტო რიკო: ბარეა (20), რამოსი (16), სანჩესი (13), ვასალიო (11 ქ, 9 მ), ლი (9), უერტასი (6), პივი (5), რივერა, აროიო, დიასი, ბალკმანი, სანტიაგო.

თურქეთი-რუსეთი 65:56
16:15, 17:7, 15:15, 17:19
თურქეთი: თურქოგლუ (14), ილიასოვა (10 ქ, 10 მ), აშიკი (10), არლსანი (9), ერდენი (9), თუნჯერი (5), გიულერი (3), ონანი (3), გიონლუმი (2), აკიოლი, ერმიში, სავაში.
რუსეთი: კაუნი (13), მონია (13), ბიკოვი (10), ხვოსტოვი (6), ვორონცევიჩი (5 ქ, 9 მ), ფრიდზონი (5), პონკრაშოვი (2), ვორონოვი (1), მოზგოვი (1), კოლესნიკოვი, ჟუკანენკო, ხრიაპა.

სატურნირო მდგომარეობა: თურქეთი, საბერძნეთი (2-2), ჩინეთი, რუსეთი (1-1), პუერტო რიკო, კოტ დივუარი (0-0)

D ჯგუფი (იზმირი)

ლიტვა-ახალი ზელანდია 92:79
(25:24, 25:10, 24:27, 18:18)
ლიტვა: კლეიზა (27 ქ, 8 მ), იანკუნასი (15), მაციულისი (14), გესევიჩიუსი (8), დელინინკაიტისი (8), კლიმავიჩიუსი (6), კალნიეტისი (6), იასაიტისი (4), პოციუსი (2), იავტოკასი (2), სეიბუტისი, ანდრიუშკევიჩუსი.
ახალი ზელანდია: პენეი (37), ვუკონა (19), აბერკრომბი (7 ქ, 11 მ), ჯონსი (6), პლდეჯერი (5), ბრედშოუ (3), ტეიტი (2), ფიტჩეტი, კენჩი, კამერონი, ენტონი, ფრენკი.

ახალზელანდიელთა მსროლელმა კირკ პენეიმ ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო I ტურში, მაგრამ მისი 37 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა ლიტვის ნაკრების დასამარცხებლად.

ლიბანი-კანადა 81:71
(20:20, 14:17, 23:21, 24:13)
ლიბანიL: ელ ხატიბი (31 ქ, 8 მ), ფაჰედი (17), ფრეიე (12), ვრომანი (8), აბდელნური (7), რუსტომი (6), მაჰმუდი, სტეფანი, კანაანი, აკლი, ფახრედინი, რედა.
კანადა: ენტონი (17), ბრაუნი (13), შეპერდი (10), რაუტინსი (10), კენდალი (6 ქ, 11 მ), ბაკნორი (6), ფამუტიმი (4), ანდერსონი (3), საკრე (2), ოლინიკი, ბელი, დურნკამპი.

ტურნირის პირველი სენსაცია იზმირში გამოცხვა, ლიბანის ნაკრებმა 10 ქულის სხვაობით დაამარცხა კანადა. ფატი ელ ხატიბმა კი კარიერის მატჩი ითამაშა, კანადელთა კალათში 31 ქულა ჩააგდო და 8-ჯერ მოხსნა ბურთი.

საფრანგეთი-ესპანეთი 72:66
(9:18, 18:10, 16:16, 29:22)
საფრანგეთი: ჟელაბალე (16), ბატუმი (14), ალბისი (13), კოფი (11), ტრაორე (7), მაინმი (5), ფ. პიეტრუსი (4), დიაუ (2), კოზეუ, ჯექსონი, ბოკოლო, დე კოლო.
ესპანეთი: ნავარო (17), ფერნანდესი (13), რეიესი (9), მ. გასოლი (8), რუბიო (6), ლოპესი (3), ლული (3), მუმბრუ (3), გარბახოსა (3), ვასკესი (1), სან ემეტერიო, კლავერი.

პირველ სენსაციას მეორე მოჰყვა, მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებთამ 6 ქულის სხვაობით წააგო. არადა პირველი მეოთხედის შემდეგ 18:9-ს იგებდა. ძალიან ცუდად ითამაშეს ესპანელთა ლიდერებმა რიკი რუბიომ და მარკ გასოლმა.

ლიტვა-კანადა 70:68
(12:20, 21:23, 22:14, 15:11)
ლიტვა: კლეიზა (18 ქ, 10 მ), პოციუსი (11), დელინიკატისი (11), მაჩიულისი (8), კალნიეტისი (7), კლიმავიჩიუსი (7), იანკუნასი (4), სეიბუტისი (2), იასაიტისი (2), გეჩევიჩიუსი, ანდრიუშკევიჩიუსი, იავტოკასი.
კანადა: ანდერსონი (15), ენტონი (12), ბრაუნი (11), კენდალი (9 ქ, 11 მ), რაუტინსი (7), ბუკნორი (5), შეპერდი (5), დურნკამპი (3), ბელი (1), ოლინიკი, ფამუტიმი.

დრამატულ შეხვედრაში ლიტველებმა შეძლეს გამარჯვება. კანადა თავიდანვე წინ იყო, თუმცა ბოლო წამზეც შეეძლო მოგება, მაგრამ საფინალო სირენასთან ერთად ჯერმეინ ანდერსონის ნასროლი სამქულიანი კალათში არ ჩავარდა. 

საფრანგეთი-ლიბანი 86:59
(22:20, 20:8, 21:19, 23:12)
საფრანგეთი: გელაბალე (18), კოფი (17), მაინმი (14 ქ, 9 მ), დე კოლო (14), ბატუმი (7), ტრაორე (6), ჯექსონი (5), ბოკოლო (3), დიაუ (2 ქ, 8 გ), ალბისი, კაუსეუ, ფ. პიეტრუსი.
ლიბანი: ვრომანი (19), ელ ხატიბი (12), ფრეიე (11 ქ, 8 მ), რედა (5), ფაჰედი (4), რუსტომი (4), აბდელნური (2), მაჰმუდი (2), სტეფანი, კანაანი, აკლი, ფახრედინი.

ესპანეთი-ახალი ზელანდია 101:84
28:19, 20:25, 29:19, 24:21
ესპანეთი: მ. გასოლი (22), ნავარო (18), გარბახოსა (14), ფერნანდესი (12 ქ, 12 მ), რეიესი (10), რუბიო (8 ქ, 11 გ), ლოპესი (7), ვასკესი (5), სან ემეტერიო (4), კლავერი (1), ლული, მუმბრუ.
ახალი ზელანდია: პენეი (21), აბერკრომბი (19), ჯონსი (15), ფრანკი (7), ვუკონა (6), ტეიტი (5), პლედჯერი (4), ფიტჩეტი (3), კამერონი (3), ენტონი (1), ბრედშოუ, კენჩი.

სატურნირო მდგომარეობა: საფრანგეთი, ლიტვა (2-2), ესპანეთი, ლიბანი (1-1), კანადა, ახალი ზელანდია (0-0).

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული