ერდოგანს საბერძნეთთან მოგება სურს

AutoSharing Option

თურქეთის ნაკრებმა ბრწყინვალედ დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი - მასპინძლებს ორი თამაშიდან ორი მოგება აქვთ. რუსეთის ნაკრებთან 65:56 გამარჯვების შემდეგ ნაკრების გასახდელს თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოგანი ეწვია, რომელმაც გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა. "გახარებული ვარ, რომ რუსები დავამარცხეთ, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატჩი წინ გველის - საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

თურქეთის ოთხ ქალაქში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატს არ აკლია მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკოსთა ყურადღება - გახსნის დღეს თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ფიბას

პრეზიდენტ ბობ ელფინსტონისგან "ოქროს ბურთი" მიიღო საჩუქრად.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული