"გოლდენ სტეიტი" ფორვარდის დაბრუნებას "ნიუ ორლეანთან" მატჩში გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN.com ავრცელებს.
იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის პროცესის ბოლო სტადია გართულების გარეშე ჩაივლის, დურანტი "პელიკანთან" აუცილებლად ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ კევინ დურანტმა ტრავმა 28 თებერვალს "ვაშინგტონთან" მატჩში მიიღო.