"ოლ სტარი" ჰიუსტონს მისცეს

AutoSharing Option
2012-13 წლების სეზონში ვარსკვლავური უქმეები ტექსასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში გაიმართება. "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 17 თებერვალს ჩატარდება, 15-16 თებერვალს კი სხვადასხვა ტრადიციული კონკურსის გამართვაა დაგეგმილი.

ამავე სეზონში "ოლ სტარის" უქმეების მასპინძლობაზე პრეტენზიას ლოს ანჯელესი აცხადებდა, მაგრამ უპირატესობა ჰიუსტონს მიანიჭეს, რომელიც მესამედ მიიღებს ლიგის ვარსკვლავებს. აქამდე ამ ქალაქში "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 1989 და 2006 წლებში გაიმართა.

* * *
"ბოსტონ სელტიქსის" მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა ქალაქის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში - "ოთხ სეზონში" პენტჰაუსი შეიძინა. გამოცემა Bოსტონ Gლობე-ის ინფორმაციით, ეს აპარტამენტები სპეციალისტს 2.2
მილიონი დოლარი დაუჯდა. ბინაში ორი საძინებელი ოთახი და ორი სააბაზანოა. პენტჰაუსის ფანჯრები ბოსტონის საქალაქო პარკსა და ბიკონ-ჰილის ისტორიულ რაიონზე გადის.
"ის სერიოზულად მოეკიდა ბინის არჩევას. დაწვრილებით შეისწავლა ბაზარი და შედეგად, უპირატესობა ამ კომფორტულ და მყუდრო ადგილს მიანიჭა", - განაცხადა რივერსის აგენტმა.

* * *
ამასობაში, "მაიამი ჰიტის" ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა და მისმა ოჯახმა 240 ათასი დოლარი გაიღო კალათბურთელის მშობლიურ ქალაქ აკრონში საბავშვო კლუბის რემონტისთვის.

"კარგად მახსოვს, როგორ მოვდიოდი აქ ბავშვობაში. საშიში ადგილი იყო - ძალიან ბნელოდა. არ მიყვარდა ეს ადგილი. მაგრამ რემონტის შემდეგ აქაურობა ძალიან შეიცვალა. ჩვენ ამ ყველაფერს ბავშვებისთვის ვაკეთებთ, რადგან ეს ჩვენი მომავალია. საბავშვო კლუბის კარი ყველასთვის ღია უნდა იყოს. აქ ერთად გავზრით შესანიშნავ ექიმებს, იურისტებს და იქნებ კარგ კალათბურთელებსაც", - აღნიშნა ლებრონმა.

* * *
ერთი ინფორმაცია მოახლოებული ევრობასკეტის შესახებ. ირკვევა, რომ ისრაელის ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე, შესაძლოა, თავისი ლიდერის, "კლივლენდის" ფორვარდ ომრი კასპის გარეშე ითამაშოს. კალათბურთელმა ტრავმა ეროვნული ნაკრების ბოლო ვარჯიშის დროს მიიღო. ექიმების ვარაუდით, მოთამაშის მწყობრში დასაბრუნებლად მინიმუმ ორი კვირა იქნება საჭირო.

"ასეთი ტრავმით თამაში დიდ რისკს შეიცავს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იქამდე არ გავალ მოედანზე, სანამ ასი პროცენტით არ ვიქნები მზად. ჯერჯერობით ნაადრევია ევრობასკეტზე ჩემს გამოსვლაზე ლაპარაკი. საშინელ ტკივილს ვგრძნობ და თითქმის არ შემიძლია მოძრაობა. სრულ გამოჯანმრთელებას ექვსი კვირა დასჭირდება, ორ კვირას კი ნამდვილად კალათბურთის გარეშე გავატარებ. მერე სამედიცინო შემოწმებას გავივლი", - აღნიშნა კასპიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული