ბრალდება ლებრონს

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ანტისემიტიზმსა და ებრაელების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.

ინციდენტი საჩვენებელი მატჩის დროს მოხდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კალათბურთელები და კლივლენდში ებრაელთა სათვისტომოს წარმომადგენლები. ლებრონმა თამაშის დროს თავის უახლოეს მეგობრებს გადაულაპარაკა: "ამ ებრაელებმა აბსოლუტურად არ იციან კალათბურთის თამაში".

კალათბურთელის სიტყვები გაიგონა ფასტ-ფუდის გამყიდველმა და მაშინვე პრესის წარმომადგენლებთან გაიქცა. გამყიდველმა დაიტრაბახა კიდეც, რომ ანტისემიტური განცხადების მოსმენის შემდეგ ლებრონ ჯეიმსს დაუყვირა: "პრინც ჯეიმს - მოშორდი კლივლენდიდან. შენ დაანგრიე NBA".

გამყიდველი სამი დღით ჩამოაშორეს სამუშაოს და აიძულეს ბოდიში
მოეხადათ ებრაელთა სათვისტომოსთვის. ლებრონი და მისი მეგობრები კი ამტკიცებენ, რომ ეს ინციდენტი თავიდან ბოლომდე გამოგონილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული