"რეალმა" სუპერმენს დაუმიზნა

AutoSharing Option
NBA-ში ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ საინტერესო სატრანსფერო ჭორები ვრცელდება ევროპული კლუბებიდან.

ესპანური პრესა წერს, რომ მადრიდის "რეალმა" კონრაქტი შესთავაზა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ცენტრს, "ორლანდო მეჯიქის" ვარსკვლავს დუაიტ ჰოვარდს. წყაროს ცნობით, თუ "რეალი" ვერ შეძლებს სუპერმენთან" მოლაპარაკებას, მაშინ "პორტლენდის" ფორვარდის ლამარკუს ოლდრიჯის გადაბირებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ "რეალის" შემადგენლობაში უკვე თამაშობს NBA-ის ორი კალათბურთელი: რუდი ფერნანდესი "დალასიდან" და სერჟ იბაკა "ოკლაჰომადან".

* * *
"ჩიკაგო ბულზის" ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ დაადასტურა ჭორი იმის თაობაზე, რომ, შესაძლოა, ფრანგულ კლუბთან - "პარიზ-ლევალუასთან" გააფორმოს კონტრაქტი.

"თუ
ლოკაუტი გაგრძელდა, უკვე მაქვს არჩევანი თუ სად ვითამაშებ ევროპაში. პარიზში გავჩერდები. ბევრს ვვარჯიშობ და ფორმას ვინარჩუნებ, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა არ მყოფნის. სწორედ ამიტომ ვფიქრობ ევროპაში გადაბარგებას", - ამბობს ფრანგი ცენტრი.

* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა გამოაცხადა, რომ დღეს სატელეფონო კონფერენცია შედგება კლუბების მფლობელებს შორის. როგორც ვარაუდობენ, კონფერენციის მონაწილეები ლიგის მოთამაშეებთან სასამართლო გარჩევებისთვის ერთიან სტრატეგიას შეიმუშავებენ.

ჟურნალისტების აზრით, კლუბების მფლობელები არ იჩქარებენ კალათბურთელებთან მოლაპარაკებების განახლებას.

* * *
NBA-ის ყოფილმა მცველმა კუტინო მობლიმ სასამართლოში უჩივლა "ნიუ იორკ ნიქსს". თავის დროზე, კლუბმა აიძულა კალათბურთელი ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით კარიერა დაესრულებინა და ამით 19 მილიონი დოლარის ეკონომია გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მობლიმ სპორტიდან წასვლა გულის პრობლემების გამო გადაწყვიტა.

მობლის აზრით, კლუბმა იცოდა მოთამაშის ავადმყოფობის შესახებ და შეგნებულად გააფორმა მასთან კონტრაქტი, რათა შემდეგ სახელფასო ბიუჯეტი განეტვირთა, - წერს ამერიკული პრესა.

* * *
ლეგენდარულმა ცენტრმა შაკილ ო'ნილმა განაცხადა, რომ "ლეიკერსის" ყოფილი დამრიგებელი ფილ ჯექსონი, შესაძლოა, აქტიურ სამწვრთნელო კარიერას დაუბრუნდეს.

"ის შეიძლება დაბრუნდეს. ფილი ამბობს, რომ არ აპირებს კარიერის განახლებას, მაგრამ მან შეცვალა ჩემი ცხოვრება NBA-ში. ის ყოველთვის სამუშაოზეა კონცენტრირებული. ჯექსონმა ბევრი რამ გვასწავლა და ამასთან თავის საქმეს მშვიდად და პატიოსნად აკეთებდა", - განაცხადა შაკმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული