ლოკაუტი ოფიციალურად დასრულდა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მმართველმა საბჭომ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ გამოაცხადა. ასე რომ, NBA-ში ლოკაუტი ოფიციალურად დასრულდა.

ახალი ხელშეკრულება ათწლიანია, თუმცა ექვსი წლის შემდეგ ერთ-ერთ მხარეს შეუძლია მისი ცალმხრივად შეწყვეტა. უკვე დღეიდან კლუბები გახსნიან თავიანთ საწვრთნელ ბანაკებს და შეეძლებათ თავისუფალი აგენტების გაფორმება.

ამასობაში, NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ მალე აპირებს თავისი პოსტის დატოვებას და ლიგის სტრუქტურიდან წასვლას.

"ვფიქრობ, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს ჩემს ბოლო კოლექტიურ ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. ეს შეთანხმება ექვსწლიანია ოთხი წლით გაგრძელების პერსპექტივით.
ნამდვილად არ ვაპირებ NBA-ში ათი წლით დარჩენას და ვფიქრობ, არც ექვსი წლით. ჯერჯერობით არ მომიფიქრებია როდის წავალ. როცა მივხვდები, რომ დრო მოვიდა, პოსტს დავტოვებ", - ამბობს სტერნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული