ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბის - "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელმა ჯორდანმა გასაყიდად გამოიტანა თავისი სახლი ქალაქ ჩიკაგოს გარეუბანში.
სახლის საერთო ფართობია 56 კვადრატული ფუტი. იქ არის ცხრა საძინებელი, ხუთი ბუხარი, საჩოგბურთო კორტი, აუზი... სახლს გარს აკრავს ცხრა აკრი მიწა.
საერთო ჯამში ამ უძრავი ქონების სანაცვლოდ მაიკლ ჯორდანი 29 მილიონი დოლარის აღებას ვარაუდობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"