კობი იტალიაში დაამთავრებს?

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" 31 წლის მცველი კობი ბრაიანტი სერიოზულად ფიქრობს თავისი ბავშვობის ქვეყანაში დაბრუნებაზე.
საქმე ისაა, რომ კობის რამდენიმე წელი იტალიაში აქვს გატარებული, სადაც 80-იანი წლების ბოლოს მამამისი - ჯონ ბრაიანტი თამაშობდა.
ბრაიანტს "ლეიკერსთან" 2014 წლის ბოლომდე აქვს კონტრაქტი და სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ის აპენინებზე გადავიდეს. კობის სიტყვებით, მას ბევრი მეგობარი ჰყავს რეჯო ემილიასა და მილანში.
საინტერესოა, რომ მსოფლიოს ეკონომიკურ კრიზისამდე, კერძოდ 2007 წელს ბრაიანტს შემოთავაზება ჰქონდა "მილანიდან". იტალიური კლუბი მას წელიწადში 70 მილიონ დოლარს სთავაზობდა. მაშინ კობიმ უარი
განაცხადა კლუბის შეცვლაზე.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული