ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი აშშ-ის გუნდებთან და სწორედ ამ შეხვედრებისთვის აპირებს ეროვნული გუნდის მომზადებას როდმანი. მისი განცხადებით, ის არ განიხილავს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მისი ბიძის, ჩან სონ ჩეკის სიკვდილით დასჯას, რის შესახებაც ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა.
"ამას ჩემთან არანაირი
ამასთან, როდმანმა არ გამორიცხა, რომ შეიძლება ჩრდილოკორეელ ლიდერთან ერთად განიხილოს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამის შესახებ თავად კიმ ჩენ ინი ჩამოაგდებს სიტყვას.
"თუ ისე მოხდება, რომ ის თავად მოინდომებს ამის შესახებ ლაპარაკს, მეც ავყვები, მაგრამ ჩემგან ინიციატივა არ იქნება, რადგან არ მინდა მან იფიქროს, რომ მე, როგორც მისი მეგობარი, ვცდილობ, გამოვიყენო ეს ფაქტორი და უცებ პოლიტიკაზე დავიწყო საუბარი. ეს არ მოხდება", - ახსნა როდმანმა.
ლებრონი ყველაზე გაყიდვადია
ეროვნულმა საკალათბურთო ლიგამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა 2013 წელს მაისურების გაყიდვის შედეგები. ზედიზედ მეხუთედ, პირველ ადგილზეა "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი. "ფილადელფია სიქსერზის" გამთამაშებელი მაიკლ კარტერ-უილიამსი ერთადერთი დებიუტანტია ამ სიაში - ის მე-15 ადგილზე იმყოფება.
ადგილები გაცვალეს "ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა და "ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა - კალიფორნიელს ახლა მეორე ადგილი უკავია. სტივენ კარი "გოლდენ სტეიტიდან", ჯეიმს ჰარდენი "ჰიუსტონიდან" და პოლ ჯორჯი "ინდიანადან" პირველად მოხვდნენ ამ სიაში.
გთავაზობთ სიას სრული შემადგენლობით:
1. ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), 2. კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი"), 3. დერიკ როუზი ("ჩიკაგო"), 4. კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), 5. კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), 6. სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), 7. დუეინ უეიდი ("მაიამი"), 8. კრის პოლი ("კლიპერსი"), 9. კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), 10. ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), 11. რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), 12. ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), 13. რაჟონ რონდო ("ბოსტონი"), 14. პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), 15. მაიკლ კარტერ-უილიამსი ("ფილადელფია").