შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა "მილუოკი ბაქსის" წევრი იანის ანტენტოკუნმპო, რომელიც აფრიკის ნაკრებში თამაშობდა. მის ანგარიშზე 22 ქულა იყო. 20 ქულა შემატა აფრიკელთა ნაკრებს ლუოლ დენგმა. მსოფლიოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო ბრედლი ბილი "ვაშინგტონიდან" - 18 ქულა.
- უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდა "ატლანტა ჰოქსის" 27 წლის ფორვარდი მაიკ სკოტი, რომელიც თავის 20 წლის ძმასთან ერთად
თავდაპირველად, პოლიცია საგზაო წესების დარღვევისთვის აპირებდა კალათბურთელის მანქანის გაჩერებას. ძმებმა სკოტებმა გაქცევა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ.
აღვნიშნავთ, რომ სკოტი - "ატლანტას" პირველი წარმომადგენელი არ არის, ვისაც 2015 წელს პოლიციასთან ჰქონდა საქმე. ადრე, მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს გუნდის მთავარი მწვრთნელი მაიკ ბუდენჰოლცერი, მოგვიანებით კი, "ჰოქსის" ორი მოთამაშე - ტაბო სეფოლოშა და პერო ანტიჩი ნიუ იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები იყვნენ, რომლის დროსაც, სეფოლოშამ პოლიციასთან ჩხუბისას, სერიოზული ტრავმა მიიღო.
- "ინდიანა პეისერსის" ცენტრი ჯორდან ჰილი ატლანტას გარეუბანში მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვის გამო დააკავეს. კალათბურთელმა საათში 172 კილომეტრი განავითარა გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე იყო - 105 კმ/სთ.
"პეისერსის" პრეზიდენტმა ლარი ბერდმა განაცხადა, რომ გუნდი ამ სიტუაციაში არ დაიცავს ჰილს. 28 წლის კალათბურთელი "ინდიანაში" გასულ სეზონში "ლეიკერსიდან" გადავიდა.
- სლოვენიელი საშა ვუიაჩიჩი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ბრუნდება. RealGM-ის ინფორმაციით, რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას ყოფილმა გერლ-ფრენდმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ნიუ იორკ ნიქსთან".
ასე რომ, სლოვენიელი "ნიქსში" შეურთდება კლუბის პრეზიდენტ ფილ ჯექსონს, რომლის ხელმძღვანელობითაც "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" NBA-ის ორგზის ჩემპიონი გახდა.
გასულ სეზონში, 31 წლის კალათბურთელი "კახა ლაბორალსა" და "ისთანბულში" თამაშობდა, ასოციაციაში კი ბოლოს 2014 წელს გამოჩნდა, მაგრამ ვერ დამკვიდრდა "ლოს ანჯელეს კლიპერსის" შემადგენლობაში.
ოკეანის გაღმა საშა ვუიაჩიჩმა რვა სეზონი ჩაატარა და საშუალოდ, 5.6 ქულა, 1.9 მოხსნა და 1.3 შედეგიანი პასი დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"