ოფიციალურად: მანუ ჯინობილი ერთი წლით დარჩა

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" შემტევმა მცველმა მანუ ჯინობილიმ, რომელმაც უარი თქვა ტეხასურ გუნდთან კონტრაქტის გაგრძელებაზე და პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდა, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი წლით გააგრძელებს კარიერას ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ გადავწყვიტე NBA-ში კარიერის გაგრძელება. ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, უბრალოდ, მინდოდა გადამეხედა გასული სეზონისთვის და შემეფასებინა ის. სწორედ ასე ვიქცევი ბოლო წლებში. რეალობა ისეთია, რომ წელს უფრო დამაჯერებლად ვგრძნობ, ვიდრე შარშან.

გასული სეზონისგან სიამოვნება მივიღე. გამონაკლისი იყო მცირე ინციდენტი თებერვალში, როცა ტრავმამ შემაწუხა.
ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მინდა ისევ მივიღო სიამოვნება კალათბურთისგან", - დაწერა სოციალურ ქსელში ჯინობილიმ.

38 წლის არგენტინელმა გასულ რეგულარულ სეზონში 58 მატჩი ჩაატარა, ერთხელაც არ ყოფილა სასტარტო შემადგენლობაში და საშუალოდ მატჩში 9.6 ქულა, 3.1 შედეგიანი პასი და 2.5 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული