ზედიზედ ოთხი გაცუდებული საჯარიმო და თურქების ამერიკასთან ხელიდან გაშვებული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატზე საოცარი ამბები მოხდა: გერმანია დომინიკელთა რესპუბლიკის გუნდთან 68:70 სენსაციურად დამარცხდა და ევროპული ნაკრებებიდან პირველმა დაკარგა მეორე ეტაპზე გასვლის შანსი, ხოლო საბერძნეთი ბრაზილიას 17 ქულით უგებდა და საბოლოოდ 78:79 წააგო. სათამაშო დღის მშვენება კი უთუოდ აშშ-თურქეთი გახლდათ.

NBA-ს ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებულ Dream Team-ს ოფიციალურ მატჩებში აქამდე ოვერტაიმში არ უთამაშია. ისინი 15 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ თურქები, რომელთა შემადგენლობაში ატლანტიკის ორივე მხარეს მოთამაშე კალათბურთელები არიან, არ შედრკნენ და მესამე პერიოდის დასასრულს დაეწივნენ მეტოქეს, ძირითადი დროის დასრულებამდე 12 წამით ადრე კი
წინაც გავიდნენ - 81:79. შემდეგ ოსმანმა ტატუმის სამქულიანის სროლისას ჯარიმა აიკიდა (არადა, ვერ აგდებდა), ამერიკელმა სამი საჯარიმოდან ორი გამოიყენა და დამატებითი დრო დაინიშნა.

ოვერტაიმში თურქები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ ნერვიულობამ იჩინა თავი - 9 წამით ადრე 92:91-ს იგებდნენ, ჯერ ბალბაის აუკანკალდა საჯრიმოებისას ხელი, მერე ოსმანს, სამაგიეროდ, საპასუხო შეტევისას ამერიკელებმა საჯარიმოების სროლის უფლება მოიპოვეს, მიდლტონმა ორივე გამოიყენა და გაიმარჯვეს.

გამოჩნდა, რომ აშშ-ის ნაკრები, რომლის შემადგენლობაში თამაში რიგმა სუპერვარსკვლავებმა არ ისურვეს, სულაც არაა დაუმარცხებელი. თურქეთი არ გახლავთ ტურნირზე ყველაზე ძლიერი ნაკრები და ამის გათვალისწინებით, სენსაციებს უნდა ველოდოთ. ვნახოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული