20-წლამდელთა ნაკრების მოგებ-წაგება ევროპის ლიგაზე

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგაზე პირველი მარცხი განიცადა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის დღეს გამართული 2 შეხვედრიდან მეორე გამოდგა უიღბლო. ქართველებმა ლატვიურ „ვალმეირასთან“ დამატებით 5-წუთეულში, 1 ქულით - 85:86 წააგეს.

ამ მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის პირველი წრის სამივე მატჩი მოიგო. გუშინ 2 მეტოქე იოლად დაამარცხეს, დღეს დილას კი ქართველებმა ბელარუსული „ცმოკი-მინსკი“ 83:43 გაანადგურეს. ამ მატჩში 19-19 ქულით ნიკა დარბაიძე და ნიკა ლოლიშვილი გამოირჩნენ.

დღეს გამართულ მეორე შეხვედრაში ქართველმა 20-წლამდელებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს „ვალმეირასთან“. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებულის ვინაობა ვერ გაარკვია
- 74:74. დამატებითი ხუთწუთეულში ლატვიელებმა 12:11 იმარჯვეს და შეხვედრაც სათავისო შედეგით დაასრულეს. ქართველთაგან 21 ქულით ბომბარდირი გახდა დავით აფხაზავა, რომელმაც 7 მოხსნა და 4 პასიც მიითვალა. 20 ქულა და 6 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ლიგის პირველი წრის ბოლო - მე-5 მატჩს ხვალ რუსეთის „რუნასთან“გამართავს. სულ ევროპის 20-წლამდელთა ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 3 წრე უნდა გაიმართოს, რაც მთლიანობაში 15 ტურია.

მომდევნო წრეს (5 ტურს) კვლავ ლატვიის ქალაქი ვენტსპილსი, 7-10 დეკემბერს უმასპინძლებს. რეგულარული ჩემპიონატის შედეგად 4 სუკეთესო გუნდი ოთხთა ფინლში გავა და საპრიზო ადგილებს გაითამაშებს. შეგასენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები გასულ გათამაშებაში ნახევარფინალში გავიდა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული