18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ლიგის მეორე წრეში საასპარეზოდ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდი მეორე წრის ფარგლებში ჯგუფში 3 მატჩს გამართავს, ხოლო შემდეგ, დაკავებული ადგილის შესაბამისად საკვალიფიკაციო მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პირველი წრე გასულ ოქტომბერში, უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩაატარა, სადაც გამართული 4 მატჩიდან გამარჯვება ვერ მოიპოვა და 8 გუნდში ბოლო ადგილზე გავიდა. მეორე წრეშიც 8 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ჯგუფში ბელგიური “ანტვერპენი” და შვედური გუნდები – “ალვიკი” და “ლულეა” მოხვდნენ.
პირველი
შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა დღეს “ანტვერპენთან” გამართა და 20:45 დამარცხდა. ჩვენს ნაკრებში ქულები ოთხმა კალათბურთელმა მოაგროვეს, რომელთაგან 11 ქულით საუკეთესო მარიამ ოქროპირიძე გახლდათ. ქართველები მეორე მატჩს დღესვე, თბილისის დროით 20:00 საათზე “ლულეასთან” გამართავენ, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრა ხვალ, “ალვიკთან”, 11:00 საათზე გაიმართება.
ჯგუფის 2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა, ხოლო მე-3 და მე-4 ადგილებზე გასული გუნდები ტურნირის 5-8 ადგილებს გაითამაშებენ.
GBF.GE