კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები უნგრეთთან 13 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მარცხი განიცადა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი გუნდი უნგრეთს შეხვდა და მატჩი 13 ქულის სხვაობით – 74:87 დათმო.

არადა, საქართველოს ნაკრები, რომ იტყვიან, მთელი მატჩის განმავლობაში თამაშში იყო და წარმატების შანსს ინარჩუნებდა. მატჩის დასრულებამდე 3,40 წუთით ადრე ქართველები მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებოდნენ (69:72), თუმცა გადამწყვეტ მომენტში ვერ იყოჩაღეს და შეხვედრა უიმედოდ დათმეს.

საქართველოს ნაკრებში 13 ქულითა და 9 მოხსნით ლაშა მიქელაძე გამოირჩა. 13 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა დავით
კაკუშაძემ, ზურაბ ჟღენტის ანგარიშზე კი 11 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები დღეს, 29 ივლისს, ავსტრიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ