სლოვაკეთთან მატჩი ჩვენმა გუნდმა 22 ქულით – 55:77 დათმო, არადა, პირველი ნახევრის შემდეგ 36:34-ს იგებდა. მესამე პერიოდიდან ქართველებს გეგმები აერიათ, სლოვაკეთმა კი გაქცევა მოაწყო და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა. ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ აბულაძემ დააფიქსირა, რომელმაც 10 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
რაც შეეხება მეორე მატჩს, ქართველები უნგრეთს მთელი თამაშის მანძილზე ებრძოლნენ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდნენ. შეხვედრა მადიარების გამარჯვებით – 91:80 დასრულდა. საქართველოს ნაკრებში 19 ქულით ავთანდილ ბახტაძე გამოირჩა. 18 ქულა გეგა წულაიას ანგარიშზე დაგროვდა.
საქართველოს ნაკრებს 6-გუნდიანი ჯგუფიდან გასვლის შანსი დარჩენილი აქვს, თუმცა მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული აღარაა. წინ კიდევ 3 მატჩია – 23 ივლისს ალბანეთთან, 25-ში – მონტენეგროსთან და 26-ში – ბოსნიასთან.
GBF.GE