
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 21-დან 30 ივლისის ჩათვლით პორტუგალიის ქალაქ პორტუს გარეუბან მატოსინოში ჩატარდება. დივიზიონში 22 ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი,
22 ნაკრები დივიზიონის 3 მოწინავე ადგილის დასაკავებლად იბრძვის, რადგან სწორედ ფინალისტებს და მე-3 ადგილის მფლობელს ერგებათ მომავალი წლის A დივიზიონის საგზურები. გათამაშების ფორმატის თანახმად, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი განაგრძობს, რომლებიც მეოთხედფინალში გაწყვილდებიან (A – B ჯგუფთან, ხოლო C ჯგუფი D-სთან). შესაბამისად, თუკი საქართველო პლეი ოფში გავა, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში მეტოქედ A ჯგუფის (ავსტრია, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია). წარმომადგენლები ეყოლება.
18-წლამდელთა ნაკრებს მომავალი სპარინგ-მატჩები 9 და 10 ივლისს, ფინეთის ნაკრებთან ელის.
GBF.GE