საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინაში სლოვაკეთი დაამარცხა

AutoSharing Option
უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

მილოშ გლიგორიევიჩის, ირაკლი ძიძიგურისა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრები 16 ქულით დაამარცხა, შემდეგ კი სლოვაკეთის 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა და 85:71 სძლია.

ქართველებმა მეტოქეს თავიდანვე აჯობეს. პირველი პერიოდი ჩვენებმა 28:14 მოიგეს და მოპოვებული უპირატესობა თამაშის ბოლომდე არ დაუთმიათ. საქართველოს ნაკრებში 25 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკა მეცხვარიშვილი. 20 ქულა რატი ანდრონიკაშვილმა, ხოლო 10 - ლუკა კალატოზიშვილმა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები
ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, ჩ ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

გლიგორიევიჩის თაოსნობით საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება გაიარა სლოვენიაში, სადაც ქალაქ ლაშკოსა და როგლაში - 14 და 16 ივნისს 2 სპარინგ-მატჩი გამართა სლოვენიის 20 და 18-წლამდელთა ნაკრებებთან. ორივე მატჩი ჩვენმა ნაკრებმა ბრძოლაში დათმო.

ქართველებმა სლოვენიიდან უკრაინაში გადაინაცვლეს და კიევში ამხანაგურ ტურნირში მონაწილეობენ. 2 გამარჯვების შემდეგ გლიგორიევიჩის გუნდი ლიდერია და ტურნის საჩემპიონო მატჩს უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან 22 ივნისს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
ხუთივეს მოვუგებ.
ddgfdf
22 ივნისი 2019 20:27
0
ამათი მოგება არ ნიშნავს რომ მაგარი ხარ. ამათ ბევრი ნოუგებს.
-
23 ივნისი 2019 00:41
0
დანიისნაირ ბანძ გუნდებთან რომ არ აგებდეთ 5:1ს შეიძლება იყოს თქვენი აზრი საინტერესო.
ddgfdf
23 ივნისი 2019 04:34
0
მაგარი დავით აღმაშენებელი იყო.მეტი მაგარი არ გამიგია მე.
ddgfdf
23 ივნისი 2019 04:27
0
იმიტომ ხართ ყველა კონტინენტზე დაწიოკებულები.
ddgfdf
23 ივნისი 2019 04:14
0
ვინც მაგრები იყავით დაგადებილეს მიუხედავად იმისა რომ არ გადაუჭარბებიათ კი არა ცოთა ძალა გამოიყენეს.თქვენი შესაძლებლობების სწორი ანალიზი უნდა შეგეძლოთ.
ddgfdf
23 ივნისი 2019 04:10
0
რატომ უნდა ვუგებდე მაგათ სიხარულით სავსე ბავშვები არიან და ენერგიით.
ddgfdf
23 ივნისი 2019 04:07
0
თუ დაეჭვდები უყურე კოლუმბიის თამაშს და მერე არგენტინისას მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ყავთ.
ddgfdf
23 ივნისი 2019 04:06
0
არ თქვა ეხლა ვალდერამას ჯობიაო.ან მარადონა ჯობიაო.
ddgfdf
23 ივნისი 2019 04:03
0
და ჯამარაულს ასფალტის ფეხბურთში.
დსსდ
23 ივნისი 2019 04:02
0

სიახლეები პოპულარული