U16. საქართველოს ნაკრებმა ნორვეგია დაამარცხა და ბელარუსს შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიას სძლია. ქართველებმა სკანდინავიელებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სძლიეს, რომელიც კონტინენტის პირველობის B დივიზიონში 17-24 ადგილების გასანაწილელად მიმდინარეობს.

ქართველებმა პირველივე მეტოქე, ნორვეგიის ნაკრები დამაჯერებლად - 78:62 დაამარცხეს და 17-20 ადგილებისთვის იბრძოლებენ.

ნორვეგიასთან მატჩში 15 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო სანდრო კასაბური. 12 ქულა დააგროვა გიორგი მესხმა, ხოლო 10-10 ქულა გიორგი მახნიაშვილისა და ლუკა ლიკლიკაძის ანგარიშზე დაგოვდა. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 16 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ბელარუსი იქნება.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები
ტურნირზე მე-17 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლებას მიიღებს, არადა, მე-19 ადგილისთვის ითამაშებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ნაკრების ყველა თამაშს ვუყურე.შარშანდელთან შედარებით 16 წლიანებს ცვლილებისა არაფერი ეტყობათ.რასაც ნიჭიერებით აღწევენ უმალ ფანტავენ უაზრო ლაფსუსებით და მდევრის როლში გადაერთვებიან-ხოლმე.აქ უკვე ჩვეულ გარემოში ხვდებიან და თავიანთ თამაშს იწყებენ'მორიგ ჩავარდნამდე.ფიზიკურად გუნდი მოუმზადებელია საერთოდ.ყველა ასე თუ ისე თანაბრადჩატარებულ შეხვედრაში მეოთხე( ბევრისა მესამეც ) პერიოდები წააგეს ყველა.რაც მე ტელევიზიით შევამჩნიე სპეციალისტებს და გუნდის მესვეურებს ტურნირამდე უნდა სცოდნოდათ და ქმედითი ნაბიჟები გადაედგათ,მაგრამ...ორიოდე უნიჭიერესი ახალგაზრდა თვითნასწავლი მწვრთნელების ალოგიკურ ტაქტიკურ ცვლილებებსა და მეტოქის შესაძლებლობათა სრული გაუთვალისწინებულობის ,,ექსპერიმენტებს¨შეეწირა.საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ფეხებზე დაკიდებაზე უკვე აღარაფერს ვიტყვი გარდა ერთი სიტყვისა: ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა ასე თამაში.უპასუხისმგებლობა კი თავისთავად არის დ ა ნ ა შ ა უ ლ ი.ვისი ბრალია-შეიძლება დაადგინონ კიდეც,მაგრამ ნეპოტიზმში ჩაძირულ ქვეყანაში ეს ნაკლებადმოსლოდნელად მიმაჩნია.
Giorgi Janikashvili
11:26 17-08-2019
0

სიახლეები პოპულარული