საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა C დივიზიონი მე-5 ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი გამარჯვებით დაასრულა. ტურნირის მე-5 ადგილისთვის მატჩში ლიკა ქაჯაიასა და ირინა მელქაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა მალტა 61:56 დაამარცხა. ამით ქართველმა გოგონებმა ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა – დაამარცხა სომხეთი და წააგო აზერბაიჯანთან. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველები ალბანეთთან დამარცხდნენ და ბრძოლა მე-5 ადგილისთვის გააგრძელეს. პლეი-ოფში ვერგასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მაქსიმალური შედეგი აჩვენა.

ჩვენს ნაკრებს სალომე სვანმა ულიდერა 16 ქულით, 10 მოხსნითა და 6 ჩაჭრით. 14 ქულა ნიცა საბადაშვილის ანგარიშზე
დაგროვდა, 8 ქულა და 5 მოხსნა ანა გელაშვილის ანგარიშზეა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული