მაიკლ დიქსონი: ყველას უნდა დავანახოთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ევრობასკეტისთვის მზადებაზე ისაუბრა.

"თითქმის ერთი თვეა შევიკრიბეთ, ბევრს ვშრომობთ. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. მწვრთნელები ძალიან მომთხოვნები არიან. ეს მოსალოდნელიც იყო, ჩვენ ხომ პროფესიონალი კალათბურთელები ვართ და უმაღლეს დონეზე ვთამაშობთ.

შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია, ჩემი აზრით, თითოეული კალათბურთელი ნელ-ნელა შედის ფორმაში, პოულობს რიტმს.

ევრობასკეტამდე სამი საკონტროლო მატჩი დაგვრჩა, საბერძნეთში მასპინძლებს, იტალიელებსა და სერბებს ვეთამაშებით. მნიშვნელობა არა აქვს, მოვიგებთ თუ წავაგებთ, მთავარია, დავინახოთ, რომ წინ მივიწევთ. ჩვენ ხომ 31 აგვისტოსთვის უნდა ვიყოთ საუკეთესო ფორმაში.

თელ-ავივში ყველას უნდა დავანახოთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს", - თქვა ამერიკელმა კალათბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც "აკროპოლისის თასზე" ითამაშებს, საიდანაც უკვე ისრაელში გადაინაცვლებს და 31 აგვისტოდან ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფში ლიტვის, იტალიის, გერმანიის, უკრაინისა და ისრაელის ნაკრებებთან იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
შემონდ უილიამსის ნაირი ლეგიონერი არ გვყოლია
Forca
17 აგვისტო 2017 17:27
2
ადმინისტრაციავ, ჩაატარეთ გვერდზე გამოკითხვა მოგვწონს თუ არა ახალი დიზაინი, მე პირადად ფაქტიურად აღარ შემოვდივარ ხოლმე
ultranationalist
17 აგვისტო 2017 16:51
0
არც ელისი იყო ნაკლები,ადამიანურადაც და თამაშითაც
კახა
17 აგვისტო 2017 16:37
0
7 კაცის იმედი ნაღდათ მაქ მარა, ფიზუკურად რამდენათ გაქაჩავთ ესაა საქმე.
sabonis
17 აგვისტო 2017 16:32
0
ასეთი ლეგიონერი საქართველოს ნაკრებს ჯერ არ ჰყოლია, საუკეთესოა როგორც სპორტული ისე ადამიანური კუთხით.
მინიმუმ მეოთხედფინალი!
17 აგვისტო 2017 15:09
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული