მსოფლიოს ჩემპიონატი 2019: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
მაისში გამართულმა წილისყრამ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევზე საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად არგუნა სერბეთი და გერმანია. ჯგუფის მეოთხე გუნდის ვინაობა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს უნდა გამოევლინა, რომელიც შაბათს დასრულდა.

გაირკვა სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც ჩვენი სავარაუდო მეტოქეები იქნებიან - ავსტრია, ბოსნია და ბელორუსი. ეს ის გუნდებია, რომლებმაც პირველი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულეს.

წინასწარ ცნობილი იყო, რომ ჩვენს ჯგუფში სწორედ მეორეადგილოსანი უნდა ჩამჯდარიყო. მეოთხე გუნდი, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, კოსოვოა, თუმცა, რადგან მასსა და სერბეთს პოლიტიკურად არა აქვთ ურთიერთობა, ფიბამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ
წილისყრისას კოსოვო სერბეთს აარიდოს.

წილისყრა კი 24 აგვისტოს მიუნხენში გაიმართება.

მსოფლიოს ჩემპიონატი 2019. I საკვალიფიკაციო ეტაპი
A ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. შვედეთი 6 4 2 476-447 10
2. ბოსნია 6 4 2 502-465 10
3. სომხეთი 6 3 3 470-482 9
4. სლოვაკეთი 6 1 5 434-488 7

B ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჰოლანდია 4 3 1 354-264 7
2. ავსტრია 4 3 1 326-264 7
3. ალბანეთი 4 0 4 228-380 4

C ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ესტონეთი 4 3 1 299-266 7
2. კოსოვო 4 2 2 271-300 6
3. მაკედონია 4 1 3 296-300 5

D ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბულგარეთი 4 4 0 335-274 8
2. ბელორუსი 4 1 3 294-316 5
3. პორტუგალია 4 1 3 290-329 5

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
somexta nakrebi: ianku, qrabaki, fisheri, hesi, boutraiti
Shako
21 აგვისტო 2017 16:10
0
ვინც არ უნდა შეგვხვდეს ყველას გავგლეჯდტ
შოთა გუგეშაშვილი
21 აგვისტო 2017 15:08
0
პირველი წინადადება ალბათ უფრო ასე უნდა დამეწერა: "დაიწყეს სომხებმა სხვის კალათში რამის ჩაგდება???". ესეც მიაყოლეთ ბარემ. მადლობა ოპერატიულობისათვის
S.K.K.
21 აგვისტო 2017 14:37
1
ბურთების სხვაობას დააკვირდა სხის კალათში ჩააგდეს 470 თავისაში 482 ანუ მაინც მოგებაში არიან 12 ბურთით :)
mmm
21 აგვისტო 2017 17:29
0
ვა, სომხებმა დაიწყეს ბურთის სხვის კალათში ტყორცნა??? დარწმუნებული ვარ სულ სხვადასხვა ქვეყნების სომხური დიიასპორებიდან ეყოლებათ ჩამოყვანილი (როგორც წინათ რაგბში და თვით ჰოკეიშიც კი). "მალადეც სომხებჯან". დადეთ, რაააა
S.K.K.
21 აგვისტო 2017 14:23
1
kai iqneba belarusi shegvxvdes
shako
21 აგვისტო 2017 13:19
0
იმედია ბოსნია აგვცდება
the kop
21 აგვისტო 2017 12:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული