სერბეთი-საქართველო 66:68 - "აკროპოლისის თასი" უკვე ჩვენია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
- მოვუგებთ სერბებს?
- ბერძნებთან რთული გამარჯვების შემდეგ სლავების ძლევა ძალიან რთული იქნება.

- შანსი არის?
- შანსი ყველასთანაა.

- რეალური?
- ერთხელ უკვე მოგებული გვაქვს. 2013 წელს საფრანგეთში ამხანაგურად 75:72 ვაჯობეთ.

ასეთ დიალოგში მომიწია ჩართვა გუშინ, საქართველო-სერბეთის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. ზოგს შესაძლოა არც სჯეროდა, რომ სერბეთის ნაკრების დამარცხება რეალური იყო, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ: 23 აგვისტოს საბერძნეთთან - 72:71, 24 აგვისტოს სერბეთთან - 68:66.

დიდი საქმეა, თამამი განაცხადია... რა შედეგიც უნდა დაფიქსირდეს ევროპის ჩემპიონატზე, დღეს თავაწევით შეგვიძლია
ვთქვათ, რომ 2010-იანი წლების საქართველოს ნაკრები 60-იანი წლების თბილისის "დინამოს" ღირსეული საქმის გამგრძელებელია. აკი თქვა შარშან, მონტენეგროს ნაკრების ხანშიშესულმა თავკაცმა - ბოგდან ტანიევიჩმა: საქართველოს ნაკრების ემოციური თამაში ძველ "დინამოს" მახსენებსო... მაშინაც ვუგებდით საბერძნეთსა და იუგოსლავიას.

60-იანი წლების ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი გურამ მინაშვილი იხსენებდა, რომ ქართველებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ დაიწყებდნენ თამაშს, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ კარგად უნდა დაგვესრულებინაო.

"აკროპოლისის თასზე" სწორედ ასეა საქართველოს ნაკრებიც. ისე მშვიდად მიდის ბოლო წუთებისკენ, თითქოს მატჩი წინასწარ აქვს ნანახი:
მერე რა, რომ საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე სერბეთი 8 ქულით იგებს (53:61), იცის, რომ გიორგი ცინცაძემ 2+1 უნდა ჩააგდოს, მაიკლ დიქსონმა - სამქულიანი (63:59), თორნიკე შენგელიამ საჯარიმოები (63:63), ხოლო საფინალო სირენამდე 44 წამით ადრე დუდა სანაძე გმირი უნდა გახდეს, სამქულიანით თამაში მოიგოს - 68:65.

არც გამარჯვების მოახლოება აფორიაქებთ ჩვენი გუნდის კალათბურთელებს, დარჩენილ 44-წამსაც ჩვეული სიდინჯით ატარებენ და ბოლო წამს ლუჩიჩის სამქულიანი ტყორცნის შემდეგაც მშვიდად ელიან ბურთს ფარქვეშ. თითქოს, იციან, რომ ბურთი კალათიდან ამოვა და თორნიკე შენგელიას ჩაუვარდება ხელებში. რატომ შენგელიას? იმიტომ, რომ იგი მატჩის მსვლელობისას ყველაზე თბილად ეპყრობოდა ბურთს - 14-ჯერ გადაარჩინა მიწაზე დანარცხებას - მოხსნა. მან 14-დან 12 საჯარიმო ჩააგდო. შენგელია მატჩის ბომბარდირიც გახდა და გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც.

სერბეთი ტაქტიკურად განსწავლული გუნდია და კალათბურთელებმა კარგად იციან, შენგელიას ტიპის ფორვარდი ფარისკენ რომ დაიძვრება, რა უნდა მოიმოქმედონ - ჯარიმა უნდა აიღონ დროულად, რომ ბურთის ჩაგდება ვერ მოასწროს და 2+1 არ გამოვიდეს. სერბები ასეც იქცეოდნენ. ამიტომაც იყო, ოთხივე პერიოდში გუნდური ჯარიმების ლიმიტს ძალიან მალე რომ აღწევდნენ. შენგელია როგორ აგდებდა, ეს მოგახსენეთ, თუმცა გუშინ კიდევ ერთი პლუსი დავინახეთ: იმ შემთხვევებში, როცა მასზე ორი სერბი გადადიოდა, კარგად პოულობდა თავისუფალ პარტნიორს. თუ ეს ვერ ხერხდებოდა, დირკ ნოვიცკის სტილში ტრიალდებოდა, სტყორცნიდა და აგდებდა. თავისი არსენალიდან ასეთი იარაღი თოკოს ასე ეფექტურად აქამდე არ გამოუყენებია.

ეს ის თამაში იყო, სამწამიან ზონას დიდი დრო რომ უნდა დავუთმოთ. სერბებს ორი ტანმაღალი ცენტრი ჰყავთ - მარიანოვიჩი და კუზმიჩი. პირველი "სან ანტონიოს" ღირსებას იცავს, მეორე - "რეალის". ასეთი უპირატესობის გამოყენება კი ექსიუგებმა კარგად იციან. საქართველოს ნაკრებს შენგელია-შერმადინი-ბითაძე რომ არ ჰყოლოდა, მეტოქე ნამდვილად გამოიყენებდა, მაგრამ ჩვენმა ტრიომ ბოლომდე კარგად დაიცვა თავი. ვერ ვიტყვით, მეტოქის ცენტრები გავაჩერეთო, მაგრამ მარიანოვიჩის 19-მა ქულამ ვერაფერი დაგვაკლო. რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტში ფარზე უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო.

ასეთი დონის მეფარეებთან გიორგი შერმადინმა ისე ვერ იფრინა, როგორც საბერძნეთთან, თუმცა თავისი საქმე კარგად გააკეთა. სწორედ ბერძნებთან ნაბოძები ათი წუთი გახდა გარდამტეხი გოგა ბითაძისთვის: სერბეთთან იგი ისევე მშვიდად მოქმედებდა, როგორც მასზე 12-13 წლით უფროსი საქართველოს ნაკრების სხვა კალათბურთელები. რაც მთავარია, 17 წლის გოგა შეტევაში მხოლოდ პარტნიორებს კი არ ეხმარებოდა, თავადაც ცდილობდა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ქულების მოგროვებას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იგი ევრობასკეტამდე კიდევ უფრო გაიხსნება...

გიორგი ცინცაძე კვლავ შეუდარებელი იყო თამაშის ორგანიზებაში, მანუჩარ მარკოიშვილი - დაცვაში, მაიკლ დიქსონი დასაფასებელია იმიტომაც, რომ ბევრი ამერიკელისგან განსხვავებით, გუნდზე თამაშობს, ხოლო დუდა სანაძე მატჩის გმირი როგორ გახდა, უკვე მოგახსენეთ.

ცენტრებზე ორიენტირებული, მძიმე თამაში რომ იყო, ამიტომაც ვიხილეთ ჯამში მხოლოდ 9 სამქულიანი. საბედნიეროდ, 9-დან 6 სერბეთის კალათში. პირველ ტაიმში ორქულიანების ჩაგდებაც გაგვიჭირდა - პირველ მეოთხედში მხოლოდ 1 ორქულიანი გვქონდა რეალიზებული. მეოთხედში 1 ორქულიანის ფონზე კი, სერბეთმა ვერ გაგვასწრო, რადგან 2006 წელთან შედარებით, საქართველოს ნაკრები სამმაგად უკეთესია დაცვაში. ხოლო, როდესაც დაცვა წესრიგშია, შეტევითი აღმავლობა-ჩავარდნები ანგარიშზე ნაკლებად მოქმედებს.

ილიას ზუროსის ხელში საქართველო თავის ისტორიაში საუკეთესო დაცვას თამაშობს.

იმედი დავიტოვოთ, რომ ასევე იქნება ევრობასკეტზე, სადაც ტემპი გაორმაგდება, ფიზიკური კონტაქტი საგრძნობლად მოიმატებს, ემოცია ზღვარს გადასცდება...

საქართველო-სერბეთის გუშინდელი მატჩი ევრობასკეტზე რომ ყოფილიყო, სულ სხვა სურათი იქნებოდა, სლავები კბილებით დაიცავდნენ საკუთარ კალათს, მათ ხომ ყოველთვის გამოარჩევთ ბრძოლისუნარიანობა.

...სერბები თუ დაიცავდნენ, ქართველები ჩამორჩებოდნენ? ჩვენ არ გვეხერხება თამაში და ბრძოლა? თუ ვინმეზე ნაკლები აზარტი და ემოცია გვაქვს? ეს ევროპასაც უნდა ვანახვოთ.

* * *
გუშინვე საბერძნეთი იტალიას დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 73:70 დაამარცხა. ამით ჩვენი გუნდი ერთი დღით ადრე გახდა ტურნირის გამარჯვებული.

საქართველოს ნაკრები დღეს იტალიას ეთამაშება და მატჩის ტელეტრანსლაციას 19:35 სთ-იდან "მეორე არხი" წარმოადგენს. ეს იქნება "აკროპოლისის თასის"  ბოლო შეხვედრა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი ევრობასკეტზე ისრაელში გაემგზავრება.

აკროპოლისის თასი
24 აგვისტო, ათენი
სერბეთი-საქართველო 66:68
20:15, 16:21, 19:14, 11:18
სერბეთი: მაჩვანი (6ქ, 3პ), ბოგდანოვიჩი (15ქ, 3პ), ლუჩიჩი, მილოსავლიევიჩი (2ქ), ბირჩევიჩი (3ქ), მიჩიჩი (4ქ, 4პ), გუდურიჩი (7ქ), იოვიჩი (2ქ), კუზმიჩი (8ქ, 9მ), მარიანოვიჩი (19ქ, 8მ).
საქართველო: დიქსონი (8ქ), გამყრელიძე, ბოისა, ცინცაძე (9ქ, 5პ), შერმადინი (8ქ), სანაძე (10ქ), მარკოიშვილი (6ქ), ბერიშვილი, შენგელია (21ქ, 14მ, 3პ), ბითაძე (6ქ), ლონდარიძე.

ა გუნდი თ მ წ ქ
1. საქართველო 2 2 0 4
2. სერბეთი 2 1 1 3
3. საბერძნეთი 2 1 1 3
4. იტალია 2 0 2 2

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
https://www.youtube.com/watch?v=ukbYoi_A1Hk



სანდრო მამუკელაშვილის ინტერვიუ პირველ არხზე
gio
25 აგვისტო 2017 17:42
0
ყოჩაღ ზურია
sani
25 აგვისტო 2017 17:41
0
მაგარი კაცია ზუროსი და ძალიან მაგარი ბიჭები გვყვავს. რაც შეეხება კოკოშკოვს მას თავისი მომხრეები დღესაც ყავს უბრალოდ აქ მაშვინ შემოდიან ზუროსის და ნაკრების სალანძღავათ ვიმეორებ სალანძღავათ და არა საკრიტიკოთ როცა ნაკრებს ფეხი დაუცდება ხოლმე როგორც ეს ავსტრიასთან იყო. ფეხბურთს რაც შეეხება მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ჩვენი დაბალი კლასის ფეხბურთელებით სავსე ნაკრებს არც ჭირდება და რათქმაუნდა დაზოგილი თანხა ბავშვთა ფეხბურთს უნდა მოხმარდეს.თუ ცხადაძე მზადაა მინიმალური თანხებით იმუშაოს უარი არუნდა უთხრად მაგრამ არამგონია მცირე ანაზღაურებას დათანხმდეს.ვაისს ნამდვილად არუნდა ვაძლევდეთ იმას რასაც ვაძლევთ.
zaza
25 აგვისტო 2017 17:20
0
ჩემი აზრით ზაზა ფაჩულიას თითქოს თავში აქვს ავარდნილი, ჩამოსული არ არის საქართველოში და მარტო ჟურნალისტებთან ინტერვიუებს არიგებს. სხვა და სხვა ბიზნეს საქმეებში იქექება . შესაბამისად არ ვარჯიშობს . ასევე ჩეხებთან მისი თამაში იყო ქართველი გულშემატკივრის შერაცხყოფა მისი მხრიდან, აგდებულად უგულოდ მიუდგა მაგ შეხვედრას. ასევე მოდით სიმართლე ვთქვათ, ბოლო 3-ი წელია შერმადინი აშკარად ჯაბნის ფაჩულიას ასე იყო ჩეხებთანაც, ეტყობა დამცირებულად იგრძნო თავი შერმადინის ჩრდილ ქვეშ ყოფნა და მოიმიზეზა ტრავმა . არც ის არის სასიამოვნო სკაიპით გოლდენ სტეიტის ექიმებთან გადის კონსულტაციას თავის ტრავმის სიმძიმის შესახებ, რა ქართველ ექიმებს არ ენდობა? თუ რაშია საქმე? და ბოლოს ყველაზე მთავარი ..ბოლო ერთი წელიწადი ფაჩულია გოლდენ სტეიტში 10 წუთზე მეტს არ თამაშობდა ჯამში ეს ერთი, მერე მეორე ის არის რომ გუნდში მას აკისრია ბლოკების დაყენების ფუნქცია და მოხსნების, მოხსნებში სიმართლე ვთქვათ ნამდვილად ვერ აკეთებს სათანადოთ, მეტ ნაკლებად პასები გამოუვიდა ნუ დურანტი კარი და ტომპსონი რომ გეყოლება გვერდით გინდა არ გინდა პასებში ჩაგეთვლება ბევრი გადაცემა. ორ ქულიანებს საშუალო დისტანციიდან მთელი კარიერის განმავლობაში ვერასდროს აგდებდა ფაჩულია მაღალი პროცენტით, ამ წელს კი მითუმეტეს გაააუარესა ორ ქულიანების სროლის პროცენტი ეს ლოგიკურიცაა როდესაც წელიწადზე მეტი გუნდში სროლები არ გევალება გინდა არ გინდა მაჯა გიჩლუნგდება , ასე რომ ჯერ კარიერის პიკში დიდი ევრაფერი მსროლელი იყო და ახლა მითუმეტეს. ასე რომ ზაზა ფაჩულია ეს გაბუტვები და ვითომ ტრავმიანობა დამიეჯრე არ წაგადგება კარგად კარიერას დაასრულებ სადაცაა და ნუ წახვალ ისე რომ ხალხმა უარყოფითი თქვას შენზე, რის საბაბსაც ნამდვილად იძლევი. ისე ჩემი ჯილა სანდრო მამუკელაშვილია ძალიან მაგარი მომავალი ელოდება ამ ბიჭს საქართველოს ნაკრებშიც მომავალი წლიდან უკვე დაიწყებს თამაშებს და მერე გაიცნობთ მას.
GIO
25 აგვისტო 2017 16:27
6
გიო! შენ რაც დაწერე, ზუსტად პირიქითაა ყველაფერი!ტრავმა მოიმიზეზა იმიტომ, რომ შერმადინი ზაზაზე უკეთესია და თავის დამცირება არ უნდაო რომ წერ, დარწმუნებული ხაარ შენს სიტყვებში? არა მგონია შენ თვითონ გჯეროდეს შენი ნაწერის, ბიზნესში იქექებაო ამბობ კაცზე, რომელმაც 20 მილიონიან კონტრაქტზე თქვა უარი შენთვის, ჩემთვის, მთელი საქართველოსთვის, რომ ჩვენთვის უდიდესი სიხარული მოენიჭებინა. ძალიან ცუდი რამეა უმადურობა.ან ასეთ ფაქიზ თემას ეხები, რასაც გუნდურობა და ერთიანობა ჰქვია, სწორედ ზაზაა ის კაცი, რომლის ირგვლივაც შეიკრა ჩვენი ნაკრები და რომლითაც ასე ვამაყობთ ყველანი ერთად. რაც შეეხება ექიმის თემას, მთელი წელიწადია, რაც ზაზა გოლდენში თამაშობს და რა გასაკვირია, რომ საკუთარ ექიმს შეეხმიანა. ეხ გიო, გიო.
ბმბ
25 აგვისტო 2017 18:20
2
Dzaan didi professionali da taqtikosia zurosi magrad momwons
David
25 აგვისტო 2017 15:49
0
ზუროსმა დაამტკიცა რომ ამდენი წელი კოკოშკოვის გაჩერება ნაკრებში დიდი შეცდომა იყო და ვინც ადევნებდა თვალს იმ დროინდელ ნაკრებს ნამდვილად აკლდა გაბედულება კოკოშკოვის გადაწყვეტილებებს ყველას გახსოვთ ზუროსი წუთ შესვენება და სანაძის სამ ქულიანი ამას კოკოშკოვი ვერ გარისკავდა და ორ ქულიანზე ითამაშებდა კიდევ ბევრი ნიუანსია მაგრამ ფაკტი ერთია მწვრთნელი ბევრ რამეს წყვიტავს და ცვლის ეს რაგბის ნაკრებსაც ეხება უკვე სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ დიდი მადლობა გადაუხადოთ მელიტონას და ახალი და ძლიერი მწვრთვნელი მოვიყვანოთ ფეხბურთზე ხომ აღარ ვლაპარაკობ ქაირათის მწვრთნელს რომ მოიყვან რაღაზეე ლაპარაკი როგორც ლეგიონერზეა 10 თავით უნდა ჯობდეს შენ ფეხბურთელს იგივეა მწვრთვნელშიც ვერავინ ვერ დამიმტკიცებს ვაისი რომ ჯობია ცხადაძეს ჩემი აზრით ჩამოუვარდება ხოდა შედეგიც ისეთი გვაქვს როგგორიც მწვრთვნელი 0 მოგება. მოკლედ ბრავო ბიჭებს და დიდი პატივისცემა ზუროსს ის ცალკე აღნიშვნის ღირსია
LIVE
25 აგვისტო 2017 15:21
1
დაიმახსოვრეთ,ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი ესპანეთი(ყველა რჩეული ყავს) და ლატვიაა.დიახ ლატვია,რომელსაც ბრწყინვალე შემადგენლობა ყავს.ჩვენ მათაც მოვუგეთ და ლიტვაც ზედ მივაყოლეთ.ასე,რომ იმედით დაველოდოთ ევროპის პირველობას.ქართველი ებრაელობაც იმედია არ გაგვაწბილებს და მხურვალედ უგულშემატკივრებს ქართველ კალათბურტელებს.
888
25 აგვისტო 2017 14:50
0
ზუროსი საუკეთესო იყო. სანიკიძისა და ბურჯანაძის ტრამვა რომ არა ევროპის ფინალში გასვლას ვფიქრობ ზუროსი შეძლებდა.
akaki
25 აგვისტო 2017 14:36
1
იტალიასთან თამაში პირველ არხზე გაუშვით რა! ეს მეორე არხი ჩვენთან არ აჩვენებს
გია
25 აგვისტო 2017 13:51
0
ბრავო ბიჭებს,გუნდი პირველი თამაშის შემდეგ,ცოტა დაღლილი ჩანდა,სიმძიმე იგრძნობოდა ,მაგრამ პირველი თამაშისაგან განსხვავებით სათადარიგოებმა შესძლეს დაცვაში ორგანიზებული თამაში,ერთი ორი შეტევაც წარმატებით დაამთავრეს და ჯარიმებით და დაღლილობით დამძიმებულ ძირითად ხუთეულს საშუალება მისცეს მატჩის ბოლომდე მიეღწიათ და ძალა შერჩენოდათ.ბითაძე თითქმის გაიხსნა,ლონდარიძე და გამყრელიძეც თუ გაიხსნებიან,ევროპაზე შანსი გაიზრდება.ზუროსი ამ ბიჭებს დღეს ალბათ გაცილებით მეტად დატვირთავს,რათა მეტად შეიგრძნონ თამაში,მით უმეტეს,რომ თასი უკვე ჩვენია.
სოსო
25 აგვისტო 2017 13:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული