- ახლა ასეთი სურათია - გუნდი ბევრს იბრძვის მოედანზე. ეს ის არის, რაც მინდოდა. ჩვენ გვსურს, რომ გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ხასიათი გამოავლინოს და ბოლომდე იბრძოლოს.
ამას ამხანაგური მატჩებით ვერ განსჯი. ბოლო მატჩში შენგელიას დასვენების საშუალება მივეცით, რადგან ის ევრობასკეტისთვის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი კალათბურთელია.
ახლა უნდა გადავწყვიტოთ ფაჩულიას საკითხი, რომელიც, როგორც ჩანს, გამოჯანმრთელდა და მზად არის თამაშისთვის.
- თქვენ ამხანაგურ მატჩებში შეხვდით თანაჯგუფელებს -
- ნეტა, შეიძლებოდეს, მაგრამ კალათბურთში რამეს დამალვა თითქმის შეუძლებელია. ყველამ ყველაფერი იცის კონკურენტებზე, ყველა გუნდი ზვერავს მეტოქეებს. იტალიასთანაც შენგელია ტაქტიკური მოსაზრებით არ "დაგვიმალავს", ჩვენ უბრალოდ ვუფრთხილდებით მას.
- ახლა როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების მდგომარეობას?
- გუნდი ამაღლებულ განწყობაზეა და ბევრს ველით. ბიჭები მოწადინებულები არიან, დაცვაში ისე ითამაშონ, რომ ამის წყალობით თამაშები მოიგონ. ეს ჩემს საკალათბურთო ფილოსოფიას ემთხვევა.
- რა არის ნაკრების მიზანი?
- ჩვენი ჯგუფი ძალზე რთულია. იმედი გვაქვს, რომ მოვუგებთ ისრაელსა და უკრაინას და იმ გუნდებში მოვხვდებით, რომლებიც სტამბოლში გადაინაცვლებენ. სამ თამაშში - ლიტვასთან, გერმანიასთან და იტალიასთან, მაქსიმუმის მოპოვებას შევეცდებით. ეს გუნდები ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ.
- 2011 წელს საბერძნეთთან ერთად ევრობასკეტზე მე-6 ადგილზე გახვედით. რას ელით ახლა?
- ახლა სხვა გუნდით ვასპარეზობ ევრობასკეტზე, მაგრამ სხვაობას ვერ ვხედავ. როცა მწვრთნელი ხარ, პროფესიონალი უნდა იყო და გუნდისთვის მაქსიმუმი გაიღო. საქართველოსთვის ყველაფერს გავიღებ, რადგან ამ ხალხმა იქ თავი ისე მაგრძნობინა, როგორც მეორე სამშობლოში. შევეცდებით, რაც შეიძლება შორს გავიდეთ ტურნირზე.