ეჭვგარეშეა, რომ 2024 წელი ქართული სპორტისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. გულშემატკივარმა არაერთი გამორჩეული მომენტი იხილა და როგორც ინდივიდუალურმა სპორტსმენებმა - ასევე ეროვნულმა ნაკრებებმა, მსოფლიოს უდიდეს ფორუმებზე ბრწყინვალედ იასპარეზეს.
გაგვახარა საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმაც, რამაზ სვანაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს - ქვეყნის მთავარმა საფეხბურთო გუნდმა არსებობის ისტორიაში სადებიუტოდ, დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო და ევროპის ჩემპიონატის
არ უნდა გამოგვრჩეს ქართველი მებრძოლების წარმატება UFC-ში. შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ოქტაგონზე ორმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამრები მოიპოვეს. ილიამ ტიტული მაქს ჰოლოუეისთან უკვე დაიცვა, მერაბი კი 2025 წლის იანვარში ქამრის დაცვას ნურმაგომედოვის წინააღმდეგ შეეცდება.
ქართველი სპორტსმენებისთვის გამორჩეული გამოდგა 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიც, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა ნაკრებმა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა, სამივე სინჯის 7 მედლით დაასრულა.
საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო და აღსანიშნავია, რომ შვიდივე მედალი სპორტის ძალისმიერი სახეობების წარმომადგენლებმა მიიღეს ( 3 ძიუდო, 2 ჭიდაობა, 1 კრივი, 1 ძალოსნობა). პარალიმპიადაზე კი 14-მა ქართველმა პარასპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ნაკრებმა რეკორდული 9 მედალი მოიპოვა (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო).
შესაძლოა იყო გამორჩენილი, დაგვიანებული ამბებიც, მაგრამ ის, რომ თქვენ მაინც ჩვენი ერთგული მკითხველი ხართ, ეს მოტივაციას გვმატებს!
ჩვენი გუნდი კი, 2025 წლიდან, კვლავაც თქვენს სამსახურშია, რათა პირველებმა გაუწყოთ ყველა საინტერესო, მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისა თუ წარმატების შესახებ.