დუდა სანაძის ძმა სანდრო ისრაელში საზღვარზე არ დაუკავებიათ

AutoSharing Option
ფოტოზე: დუდა სანაძე და "ლელოს" ჟურნალისტი ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივში
საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ისრაელში, ევრობასკეტზე ჩასულ ქომაგთა ნაწილი საზღვარზე დიდი ხნით შეაყოვნეს. საბოლოოდ 31 ქომაგიდან ოცმა გადაკვეთა საზღვარი.

- ისრაელში ქართველ გულშემატკივართა ჯგუფი დააკავეს
- კონსულის განცხადებით, გულშემატკივრები შეაყოვნეს, მაგრამ არავინ დაუდეპორტებიათ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვარზე დააკავეს ნაკრების წევრის, დუდა სანაძის ძმა სანდრო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"საზღვარზე, საპასპორტო კონტროლის ჯიხურთან ჩემი საბუთების შემოწმებას მაქსიმუმ 5-6 წუთი დასჭირდა, რის შემდეგაც თელ-ავივში უპრობლემოდ შემიშვ
ეს.

მეც თბილისიდან მოწერილი შეტყობინებებით გავიგე, რომ თითქოს დავუკავებივარ. ცხადია, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - უთხრა სანდრომ გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტს, რომელთან ერთადაც თელ-ავივის სასტუმროში იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Davit „გუშინ 70 გულშემატკივარი უპრობლემოდ შემოვიდა. გააჩერეს, გაიარეს პროცედურები და ჩვეულებრივად შემოვიდნენ ქვეყანაში. შეაფერხეს იმ კუთხით, რომ თითოეულ მათგანთან გაიარეს გასაუბრება, მაგრამ ნორმალური ხალხი იყო, არავისთან პრობლემა არ ჰქონიათ და გაატარეს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.
0
Eg tu shemoushves ra mere.is 11 kaci?
Davit
15:38 31-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული