ილიას ზუროსი: უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ და ძალიან დიდი ყურადღებით

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა დიღმის ბაზაზე ღია ვარჯიშის შემდეგ მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ჩვენ ვეთამაშებით უმაღლესი დონის გუნდებს, ვიცით თუ როგორი ნაკრებებია გერმანია და სერბეთი. საქართველოს ნაკრები კი ნაკლებად გამოცდილი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული, ეს არის ჩვენი გუნდისთვის გამოწვევა და იმ ახალგაზრდებისთვის, რომელსაც მივეცით შანსი.

რა შემიძლია ვთქვა მეტოქეზე? გერმანიის ნაკრებს საკმაოდ ძლიერი კალათბურთელები ჰყავს, რომელთანაც ჭიდილი რთული იქნება. ხოლო სერბეთი კი, ყველა ტურნირში სადაც გამოდის, საუკეთესო სამეულშია.

უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ და ძალიან დიდი ყურადღებით. ნაკრები
ბოლომდე დაიხარჯება და იმედია რაღაც გამოგვივა.

ძალიან დიდი დანაკლისია გიორგი ცინცაძის, დუდა სანაძის და ბექა ბურჯანაძის არ ყოფნა, მათ ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნიათ ტოპ გუნდებთან თამაშის.

გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სერბეთის ნაკრებს ევროლიგის კალათბურთელები დაეხმარებიან, არამგონია მართალი იყოს. არავის შეუძლია თამაში, ვინც ევროლიგის კლუბებში ასპარეზობს.

ეს საკალათბურთო დაპირისპირება კარგი გამოდგა ახალწვეულებისთვის, მათ შანსი მიეცათ ნაკრების ღირსება დაიცვან."

- ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 4 /
გერმანელებსაც არ ეყოლებათ ნბა-ს სასტავი ასე რომ თავგანწირვით ყველას მოგება შეიძლება
912
21 ნოემბერი 2017 20:08
0
მთავარია ბოისა იყოს ფორმაში
nnn
21 ნოემბერი 2017 15:35
6
კალათბურთში დიდი გარკვევა არ უნდა იმას, რომ ბოისას საქართველოს ნაკრებში დღეს არაფერი არ ესაქმება. ის ოდესღაც ნამდვილად იყო ჩამშლელი კალათბურთელი, დღეს კი სანაკრებო დონისთვის აშკარად არ ვარგა. ასე რომ, მისი დაცვა არ ღირს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის ევრობასკეტზე მოხვდა, მისი ძმის ვიცეპრეზიდენტობა იყო.
ირაკლის
21 ნოემბერი 2017 19:40
0
არ ვიცი, რამდენად ერკვევით კასლათბურთში, მაგრამ ანატოლი ბოისა დღესდღეობით საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია და ვარჯიშებზე მწვრთნელის დავალებებს ბევრისგან განსხვავებით ზედმიწევნით კარგად ასრულებს. ბოისას პოზიცია არ ითვალისწინებს ქულების დაგროვებას. ის ე.წ. "ჩამშლელი" მოთამაშეა, ანუ მატჩის გარკვეულ მონაკვეთებში მოწინააღმდეგის ძლიერი რგოლი უნდა შეაჩეროს. რასაც ბოისასგან ითხოვთ, იგივეა, ფეხბურთში მეკარეს გოლების გატანა მოთხოვოთ.
ირაკლი
21 ნოემბერი 2017 17:42
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული