კლუბის განცხადებაში ნათქვამია: "იმის მიუხედავად, რომ ძალიან რთული კალენდარი გვაქვს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავრთოთ მოთამაშეებს ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება, რადგან ეს არის ყველა კალათბურთელისთვის მთავარი ღირებულება".
საქართველოსთან მატჩში ნაკრებს დაეხმარებიან კაპიტანი ბრანკო ლაზიჩი, ნემანია დანგუბიჩი და ნიკოლა ივანოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს ევროლიგაზე "ცრვენა ზვეზდა" თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" დაუპირისპირდა და 81:85 დამარცხდა.
27 ნოემბერს საქართველოს ნაკრები
თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის ნაკრებში არყოფნის მიზეზად კლუბების მხრიდან მათი არგამოშვება იყო, რადგან ისინი ევროლიგაზე მონაწილეობდნენ.
თუმცა, თუ სერბულმა კლუბმა გამოუშვა გუნდის ლიდერები ნაკრებში, რატომ უნდა იყოს "ბასკონიას" მხრიდან პრობლემა შენგელიას გამოშვება?
იგივე სიტუაციაა გიორგი შერმადინთან მიმართებაში. შერმადინის "უნიკახა" დღეს ესპანეთში ცსკა-ს ეთამაშება, ხოლო შემდეგი მატჩი პირველ დეკემბერს უწევს.
იმედია, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მოახერხებს გამოსავლის მოძებნას, რადგან თავისუფლად შესაძლებელია თორნიკეს ნაკრებში თამაში, იმის გათვალისწინებით, რომ კლუბი ისვენებს და თორნიკე შენგელია სერბეთშია.
ამ თემასთან დაკავშირებით Sportall.ge შეეცდება, კალათბურთის ფედერაციის კომენტარი მოიპოვოს.
აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველო სტუმრად გერმანიასთან ითამაშებს.
ისე კი კონტრაქტში უნდა ჩაეწერათ, ნაკრების თამაშებზე მონაწილეობის მიღება . ისე როგორც ფეხბურთშია.