საქართველოს ნაკრები კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ სერბეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრები ბელგრადში სერბეთთან 18 ქულით დამარცხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები წინაზე უფრო ძლიერ მეტოქეს ხვდებოდა. მართალია, სერბეთსაც არაერთი წამყვანი კალათბურთელი აკლდა, მაგრამ ევროპირველობის ვიცე-ჩემპიონი ნებისმიერ შემთხვევაში გერმანიის ეროვნულ გუნდზე ძლიერია და ეს ავსტრიის განადგურებითაც დაამტკიცა (85:64).

ნებისმიერი მწვრთნელი მატჩის წინ მოწინააღმდეგის თამაშს ნახავდა და იმის მიხედვით აირჩევდა სტრატეგიასა და ტაქტიკას. ბუნებრივია, ასე მოიქცა სლავების თავკაცი ალექსანდრ ჯორჯევიჩი, რომელმაც
არც დამალა, რომ ჩვენი წამყვანი კალათბურთელებისთვის მაიკლ დიქსონისა და მანუჩარ მარკოიშვილისათვის არ უნდა მიეცა პერიმეტრიდან სროლის საშუალება. არაფერი უთქვამს საქართველოს ნაკრების სუსტ წერტილზე - გერმანიასთან წაგებულ ფარზე. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ამ კომპონენტში დიდწილად ერთ ცენტრალურ თავდამსხმელზე, გამოუცდელ, მაგრამ პერსპექტიულ 18 წლის გოგა ბითაძეზეა დამოკიდებული, რომელმაც ჰემნიცურ შეხვედრაში ოდენ 4 ქულა ჩააგდო და 5 პერსონალური მიიღო.
ეს რაც შეეხება ვიზავის.

ბუნებრივია, თავისი ჩანაფიქრი და მონახაზი საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ილიას ზუროსსაც ქონდა და ძალიან საინტერესო იყო რა სიურპრიზს შესთავაზებდა მეტოქეს. ისიც უნდა ითქვას, ამ შემადგენლობით ბერძენ სპეციალისტს თამაშის გადაწყობის და გამრავალფეროვნების დიდი საშუალებაც არ აქვს და რაც წინა მატჩში ჩვენმა გუნდმა აჩვენა, მიმდინარე ეტაპზე ალბათ, მისი მაქსიმუმია.

პირველმა მეოთხედმა დაგვანახა, რომ ამ ფორმაციის სერბეთის ნაკრები იმის აჩრდილიც არაა, რომელიც კონტინენტის გასულ ჩემპიონატზე ვიხილეთ. ვერც პერიმეტრი ჩაგვიკეტეს, დაცვაშიც უამრავი შეცდომა დაუშვეს და საჯარიმოებიც ვერ გამოიყენეს. ჩვენმა გუნდმა კი მოახერხა შორიდან სროლებით ქულების აღება, ოღონდ ეგაა, ფარი წააგო და დაცვაშიც ვერ ვარგობდა. მოკლედ, თანაბარი თამაში წავიდა და საწყისი მეოთხედი ფრედ დასრულდა.

მეორე პერიოდში მასპინძლებმა აქტიურ დაცვას მიმართეს და 6 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა დიქსონის 3 სამქულიანით ანგარიში გათანაბრდა,  თამაში ქულა-ქულაზე წავიდა და პირველი ტაიმი 45:44 მოვიგეთ. აღსანიშნავია, რომ დიქსონმა უნიკალური შედეგი აჩვენა, 17:43 წუთში 23 ქულა ჩააგდო. სერბეთის ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი 15 ქულით ცენტრალური თავდამსხმელი მიროსლავ რადულიცა იყო.

მესამე პერიოდში სერბებმა ჯარიმების სროლა გამოასწორეს, დაცვაშიც უფრო ყურადღებით გაისარჯნენ, თანაც შეცვლაზე კარგად შესულმა მიხეილ ბერიშვილმა მე-4 პერსონალური მიიღო, ბითაძეს ჯარიმები არ წაუვიდა, დიქსონმაც რამოდენიმე შეცდომა დაუშვა და 64:74.

დასკვნით პერიოდში იგივე პრობლემის წინაშე დავდექით, რაც გერმანიასთან მატჩში გვქონდა - ძალა აღარ ეყო ჩვენს გუნდს, მოკლე სათადარიგოთა სკამმაც არ მისცა ჩვენს წამყვან კალათბურთელებს დასვენებისა და ოდნავი ამოსუნთქვის საშუალება, მარკოიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მეხუთე პერსონალური მიიღო, სამწამიანის ზონაში ადვილად ვუშვებდით მოწინაღმდეგეებს, დაცვა მოიშალა, დიდი ანგარიშით 87:105 დამვარცხდით და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა იქნებოდა ანგარიშში სხვაობა დიქსონს 36 ქულა რომ არ აეღო...

ერთი სიტყვით, ისევ დავმარცხდით, რაც საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფიდან სამი გუნდი გადის, ყველაზე სუსტ მოწინააღმდეგესთან, ავსტრიასთან ორივე თამაში ჩასატარებელი გვაქვს, ყველაზე რთული მატჩები უკან მოვიტოვეთ, მომავალ წელს გერმანიასაც და სერბეთსაც თბილისში ვმასპინძლობთ, ვითარება კატასტროფული არაა. თან, იქნება მაშინ თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც დაგვეხმარონ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 28 /
მამუკელაშვილტან მიდის თუ არა მუშაობა რომ მიიღოს მოქალაქეობა და ითამასოს ნაკრებში
kote
28 ნოემბერი 2017 10:25
1
ვფიქრობ, ზუროსი არა მარტო ევროპის, მსოფლიოს ერთ-აერთი საუკეთესო მწვრთნელია. მის ხელში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს. ბიჭებმა პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად ითამაშეს და დაცვაშიც რომ ეყოჩაღათ, შესაძლოა მოგებაზეც გვეფიქრა. დიქსონი საუკეთესო გამთამაშებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თანაც ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება და ჯიგრით თამაშობს. მარკოიშვილიც კარგია. ბითაძე ამხელა პასუხისმგებლობას მიჩვეული არ არის, მაგრამ ნელ-ნელა გამოცდილებას შეიძენს და იმედია, მალე მაღალ დონეს აჩვენებს. მოკლედ, თებერვლის თამაშებს ველით, წარმატებას ვუსურვებ. აუცილებლად უნდა შეავსოს გულშემატკივარმა სპორტის სასახლე
კოტე
28 ნოემბერი 2017 10:13
0
დიქსონისა და ერთი ორი გამონათების გარდა, სამწუხაროდ ჩვენი კალათბურთელთა ნაკრები ფეხბურთის ნაკრებს ემსგავსება უნიათო თამაში დაცვაში და უაზრო შეტევები.რამდენი წელია აქამდე მივდივართ, რამდენი წელია 6-7 კალათბურთელით ვატარებთ შესარჩევს,მერე ჩემპიონატს. შემცვლელებზე საერთოდ არავინ ფიქრობდა,წავა ეს ძველი ოქროს თაობა და რჩება სიცარიელე,ბნელი და უკუნი.....ეს ფედერაცია რა ჯანდაბას აკეთებს...არადა ასეა სპორტის თითქმის ყველა სახეობაში უკან -უკან სვლა და უფსკრული....,.ერთი რაგბში გვაქვს წინსვლა,ისიც, როდის გაუვლის ამ სპორტის დაფინანსების სურვილი ერთ კაცს და წავალთ აქაც უკან უკან ღმერთმა იცის...ისე, ამ კაცს,ნიჟარაძესა და ჩვენს ძველ მორაგბეებს ძეგლი უნდა დავუდგათ !
tazo
28 ნოემბერი 2017 10:11
5
გეშლება რაღაც და ძალიან პესიმისტურად ხარ განწყობილი. ზუროსის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს მაღალი შედეგების ჩვენება შეუძლია. "ოქროს თაობა" 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეთამაშებულმა კალათბურთელებმა შექმნეს, თავიდან კი არაფრით ჯობდნენ ახლა მოთამაშეებს. შერმადინი და შენგელია კიდევ არაერთ სეზონს ჩაატარებენ, ბურჯანაძე, სანაძე, უკვე ახლებიც, ასე რომ მართლა დიდებული მწვრთნელის და "გაქართველებული" დიქსონის დახმარებით კარგი შანსები აქვთ. ისე, ფეხბურთის და რაგბის მსგავსად, სახელმწიფო კალათბურთსაც რომ დაუდგეს გვერდში, მეტი წარმატება ექნებათ. კალათბურთის ფედერაციას საკუთარი დარბაზი კი არა, ოთახიც არ გააჩნია, ყველაფერში სიმწრით ნაშოვნი კაპიკებით იჯარას იხდიან. მთელ ქართულ კალათბუთის(კლუბები, ჩემპიონატები, ასაკობრივი ნაკრებები, ეროვნული ნაკრები, ქალთა კალათბურთი, რეგიონები, ვეტერანები, დარბაზები, მსაჯები, მწვრთნელები, ხელფასები, სასტუმროები, მგზავრობა და სხვა) დაფინანსება წლის განმავლობაში მხოლოდ 7 მილიონი ლარი, ანუ 2,5 მილიონი დოლარია. ვიმეორებ, ამაში შედის საქართველოს სუპერლიგასა და "ა" ლიგაში მონაწილე კლუბების დაფინანსებაც. ეს საშუალო ევროპული კლუბის ერთი თვის ხარჯიც არ არის. ჰოდა, ამ დაფინანსები ფონზე შედეგი(გაიხსენეთ 16 წლიანების და გოგონების წარმატებები) ფანტასტიურად მაღალია. მოკლედ, თუ რაიმეს ითხოვთ, ცოტა უნდა გაიღოთ კიდეც, თანაც უფასო დასწრების მიუხედავად ჩემპიონატის თამაშებზეც არავინ დადის. იარეთ თამაშებზე, უგულშემატკივრეთ კლუბებს და მათაც მეტი ინტერესი ექნებათ. დაფინანსება კი, მინიმუმ უნდა გასამმაგდეს.
თორნიკე
28 ნოემბერი 2017 10:41
0
მარტო დიქსონმა რა ქნას დანარჩენებმა ვერ აუბეს მხარი
dixon
28 ნოემბერი 2017 09:55
0
ძალიან ბევრი იყო დაკარგვები ფარი ხომ საერთოდ ბევრი მუშაობით შედეგის მიღწევა შეიძლება საჭირო იქნება ამხანაგურები მეტი რაოდენობით
nnn
28 ნოემბერი 2017 09:48
0
ყოჩაღ ბერიშვილი და ბოქოლიშვილს, კარგად ჩაჯდნენ გუნდში დდდა ნამდვილი ოსტატები არიან 3- ქულიანების.
გია
28 ნოემბერი 2017 09:40
0
ყოჩაღ მაშინ უნდა შეაქო როცა რამდენიმე თამაშს ჩაატარებენ კარგად
ყოჩაღ
28 ნოემბერი 2017 11:57
0
არაა გუნდი ძლიერი და რა გინდა შენ,
999
28 ნოემბერი 2017 09:17
2
dixoni magari kazi, sagol magis momkvans.
qomagi
28 ნოემბერი 2017 07:10
0
ამ თამაშებში არ გვყავდა ძირითადი გუნდი და მათ მაგივრად თამაშობდნენ შემცვლელები. მაგეამ ბოისა ამ შემცვლელების ორწუთიანი შემცვლელია.. როდემდე უნდა იყვეს შემცვლელის შემცვლელი ასაკიანი იგროკი გუნდში?? მხოლოდ ძმის გამო?? სპორტშიდაც კი ვერ ვეშვებით "ჩაწყობას"
პ.ს ისე გუნდმა კარგად ითამაშა. ყოჩაღ
რიგითი ჯარისკაცი
28 ნოემბერი 2017 02:34
5
რიგითი მოაზროვნე
oeee
28 ნოემბერი 2017 10:20
0
Ara ra zurosi dzaan magari mcvrtnelia.didi madloba mas vinc is shearchia gundis tavkacad, xolo legionerad dixoni.didi samushaoa gaweuli.rac sheexeba tamashebs yvelaferi logikurad midis,nu aheidzleboda sxvaoba cota y ofiliyo, tumca ras izam eg sportia da yvelaferi mdinaris dinebit midis
Oto
28 ნოემბერი 2017 02:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული