საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 13 თებერვალს დაიწყება

AutoSharing Option
25 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გერმანიასთან მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინგაყიდვა 13 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.

ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველად მონაწილეობს.

შესაბამისად, ამ დონის შეჯიბრების მასპინძლობაც საქართველოს პირველად მოუწევს.

ქართველ გულშემატკივარს საშუალება ეძლევა, მრავალი წლის შემდეგ კალათბურთელთა ეროვნული გუნდის მატჩებს თებერვალში, ივნისში, ივლისსა და ნოემბერში დაესწროს და უქომაგოს ახალი ფორმაციის საქართველოს ნაკრებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება იქნება 5, 10, 15, 20, 25 ლარი და მათ რეალიზებას ინტერნეტით განახორციელებს კალათბურთის ფედერაციის პარტნიორი - tkt.ge.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს
2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში საქართველოსა და გერმანიასთან ერთად ავსტრია და სერბეთი არიან. ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე საკვალიფიკაციოში 2 წაგება აქვს, რომლებიც გასული წლის 24 ნოემბერს გერმანიაში (70:79) და 27 ნოემბერს სერბეთში (87:105) განიცადა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 23 თებერვალს, ავსტრიაში გამართავს, ხოლო 25 თებერვალს, 19:00 საათზე გერმანიის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლებს და ამ მატჩზე დასასწრები ბილეთების ინტერნეტით შეძენა 13 თებერვალს 15:00 საათიდან, tkt.ge-ს საშუალებით შეგეძლებათ.

ხოლო იმ ბილეთების რეალიზაცია, რომლებიც ინტერნეტგაყიდვების შედეგად დარჩება, 23 თებერვლიდან, სპორტის სასახლისა და tkt.ge-ს სალაროებში განხორციელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული