საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს საკალთბურთო ნაკრები 11 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მოსამზადებლად გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშს იწყებს.

ილიას ზუროსის გუნდმა საკვალიფიკაციო ჯგუფში დაგეგმილი 6 მატჩიდან 4 უკვე გამართა, ხოლო დასკვნით 2 შეხვედრას 29 ივნისს სერბეთთან, 2 ივლისს კი ავსტრიასთან ჩაატარებს.

აღნიშნულ მატჩებზე დასასწრები ბილეთების ონლაინგაყიდვა დაიწყო.

მსურველებს მათი შეძენა TKT.GE-ზე შეუძლიათ.

ბილეთების ფასები 5, 10, 15 და 25 ლარია, თუმცა ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთის ერთდროულად შეძენის შემთხვევაში გულშემატკივრებს შეეძლებათ ისარგებლონ ფასდაკლებით – tkt.ge/basketball.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული