მადლობა, მაიკლ... - დიდი დანაკლისი საქართველოს ნაკრებისთვის

AutoSharing Option
სტატიას ფიბას საიტზე არსებული მრავლისმეტყველი ცხრილით დავიწყებდი, რადგან ის მალე წაიშლება: 

Sportall.Ge

მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრების წევრი აღარ არის, ის დიქსონი, რომელიც ბოლოს ამბობდა:

"თებერვალში მართლაც დიდი გამოცდა გველის. იმედი მაქვს, ის ბიჭები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გვაკლდნენ, დაგვიბრუნდებიან და მომავალი ფანჯრისთვის უძლიერესი შემადგენლობით ვიქნებით. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია ის ტურნირია, სადაც თავის გამოჩენის შანსი ბევრ ნაკრებს ეძლევა.

საკალათბურთო ზეიმად მიჩნეულ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა ყველას სურს და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. პირადად ყველაფერს გავიღებ, რათა საქართველო მსოფლიო პირველობაზე მოხვდეს. საქართველოს
ნაკრებს დიდებული ქომაგები ჰყავს, რომელთაც კალათბურთი ძალიან უყვართ".

altმაიკლ დიქსონი: ყველაფერს გავიღებ, რომ საქართველო მსოფლიო პირველობაზე მოხვდეს!


პირველ რიგში, ჟურნალისტზე მეტად საქართველოს ნაკრების ქომაგი ვარ და ჩემი პირადი აზრია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა.

ჩვენს ნაკრებში იყვნენ თუ არა ლიდერები, დიქსონი ყოველთვის ბოლომდე თამაშობდა. ის თამაშობდა ისე, რომ თითქოს სადღაც, რომელიღაცა ქართული კუთხის სოფელში დაიბადა და სამშობლო გასისხლხორცებული ჰქონდა. თითოეული მისი ინტერვიუ საქართველოსა და ქართველი ქომაგის სიყვარულით იყო განმსჭვალული.

altსაქართველო ჩემი მეორე სახლია - 10 ფაქტი მაიკლ დიქსონის შესახებ


გაჭირვების ჟამს დიქსონი პარკეტზე ყველა პოზიციას ითვისებდა. ის იყო ლიდერიც, მცველიც, შემტევიც, გამთამაშებელიც, ზოგჯერ ცენტრიც და ა.შ. ის მუდმივად ცდილობდა ქართველი გულშემატკივრის ემოციის მოპოვებას და მისი ჟესტებით მოუწოდებდა, აჰყოლოდნენ მას.

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ნაკრების წევრი გახდა და ყველგან, სადაც კი დაიწერა, რომ ის წავიდა, უბრალოდ, კომენტარები უნდა წაიკითხოთ. ადამიანი არ მოიძებნება, რომელსაც მისი წასვლა გაუხარდა და ეს სიყვარული, რაც მის მიმართაა კომენტარებში, მან ამ ორ წელიწადში მოიპოვა.

ერთი პარადოქსიც იყო ამ ორწლიან ურთიერთობაში: მაიკლ დიქსონს, სადაც უნდა ეთამაშა - საფრანგეთსა თუ თურქეთის მეორე ლიგაში, მას ნაკრებში ბევრად უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა და კლუბში ამდენ შრომას ნამდვილად არ დებდა.

რატომ წავიდა მაიკლ დიქსონი? ვერ ვიტყვი, რომ კონტრაქტი დაუმთავრდა, რადგან მას ხელშეკრულება ევრობასკეტის შემდეგ შეუწყდა და იმის მიუხედავად, რომ ევროპული პასპორტი მიიღო, ნაკრების დახმარებაზე უარი არ უთქვამს. თბილისში ილიას ზუროსის ჩამოსვლას ელოდებიან და შემდეგ გაირკვევა, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, კალათბურთელმა, ფედერაციამ თუ ზუროსმა.

altმაიკლი ისევ ჩვენია - დიქსონმა ქართველობა არ დათმო


29 ივნისს თბილისში ურთულესი შეხვედრა გველის სერბეთის ნაკრებთან. თუ ოდნავ მაინც ვფიქრობთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაზე, ეს შეხვედრა უნდა მოვიგოთ. თუმცა სერბეთის ნაკრები იმდენად ძლიერი შემადგენლობით ჩამოდის, რომ ან იღბალი უნდა იყოს ჩვენ მხარეს, ან ქართველმა კალათბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები ორმაგად უნდა გამოავლინონ.

და ამ დროს არ გვეყოლება კალათბურთელი, რომელმაც საკვალიფიკაციოზე 108 ქულა ჩაყარა (საშუალოდ 27 ქულა შეხვედრაში), 22 შედეგიანი გადაცემა გააკეთა (საშუალოდ 5,5 შეხვედრაში), 18 მოხსნა (საშუალოდ 4,5 შეხვედრაში) და ამავდროულად, მხოლოდ 3 წუთს ისვენებდა.

ვერაფერს ვიტყვი ტადუს მაკდაფენზე, სანამ სპორტის სასახლის პარკეტზე არ ვნახავ, რომელსაც კლუბში დიქსონზე უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა. მაგრამ განა ის 29-მდე საქართველოს ნაკრებთან შეთამაშებასა და ამავდროულად, შეგუებას მოასწრებს? განა ის ისეთივე გულითა და სიყვარულით ითამაშებს, როგორც მაიკლ დიქსონი? ერთი ნახვით სიყვარული არსებობს, თუმცა ეს სპორტში არ ხდება, ამას გარკვეული დრო სჭირდება.

altსაქართველოს ნაკრებში დიქსონს საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირი მაკფადენი შეცვლის [VIDEO]


არ გამოვრიცხავ, რომ მაიკლ დიქსონს სულ სხვა მიზნები ჰქონოდა, მაგრამ მისი პერსონისგან მიჭირს იმის დაჯერება, რომ მას თუნდაც საქართველოს ნაკრების ამ ორ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. დაველოდოთ, აბა, ილიას ზუროსს, რას იტყვის...

მაიკლ დიქსონის სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში: 14 ოფიციალური შეხვედრა, 469 წუთი (საშუალოდ 33:33 წუთი შეხვედრაში), 260 ქულა (საშუალოდ 18.6 ქულა), 69 გადაცემა (საშუალოდ 4.9) 43 მოხსნა (საშუალოდ 3.1 მოხსნა).
მკითხველის კომენტარები / 19 /
მაიკლ მადლობა! წარმატებები ყოველთვის და ყველგან!
ბექნუ
14 ივნისი 2018 03:00
0
კომენტარებს ვკითხულობ და მიკვირს, საიდან ასეთი ბოღმა ქვეყანაში ყველა სახის ადმინისტრაციის მიმართ. თუ რაიმე კარგი, მოსაწონი და წარმატებულია, ადმინისტრაციები(ამ შემთხვევაში კალათბურთის ფედერაცია) არავის ახსოვს. თუ რაიმე არ მოწონთ, მაშინვე ადმინისტრაციას მიადგებიან. თავად ამ კრიტიკოსებს კი, როგორც ყოველთვის, ცხოვრებაში თითი თითზე არ დაუკარებიათ და მხოლოდ ჩასაფრებულის პოზიციიდან უდგებიან ყველაფერს. თქვე კაი ხალხო, დიქსონი რომ ჩამოიყვანეს, მაშინ არ იცნობდით და არჩევანს უწუნებდით. მერე გაიძახოდით, ფულს უხდიანო და აღმოჩნდა უფასოდ თამაშობდა. ახლა თავად იმ კაცმა აღარ დადო ახალი კონტრაქტი(თუმცა უკონტრაქტოდ დამატებით 5 თვე ითამაშა და ფედერაციას აბრალებთ. ზუროსი დანიშნეს მთავარ მწვრთნელად ად საიდან მოიყვანესო. აღმოჩნდა უმაღლესი კლასის სპეციალისტი იყო და მილიონებს რატომ იხდით უცხოელებშიო. მერე ისიც გაირკვა, საკმაოდ დაბალი ხელფასი ქონდა და სხვა რომ ვერაფერი მოუძებნეს, ემოციური რატომ არისო. სანიკიძის ტრავმა ისეთია, მისი სპორტში დაბრუნება დიდი რისკია, ამასაც ფედერაციას აბრალებთ. ფაჩულია ნბა-ს გამო მსოფლიოს შესარჩევზე ვერ გამოვიდა, თანაც უკვე სანაკრებო კი არა, საქართველოს ჩემპიონატის დონეზეა და ამასაც ვიღაცას აბრალებთ და კიდევ უამრავ მიზეზს ეძებთ, ესა თუ ის ადმინისტრაცია დაადანაშაულოთ. ამ დროს, მსოფლიო რეიტინგში 47-ე ადგილიდან 26-ზე ავიდნენ, 16 წლიანები უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ, გოგონებმა ერთი ლიგით წინ წაიწიეს, საქართველოს ჩემპიონატს "ა" ლიგა და სუპერლიგას 2 გუნდი დაემატა, სხვადასხვა ასაკებში გაცილებით მეტ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობენ, ვიდრე ახლა და წარმატებებს აღწევენ, და უამრავი სხვა მაღალი შედეგია მიღწეული. საქართველოს ჩემპიონატზე დასწრება უფასოა, თამაშებზე კი არავინ დადის, რადგან არ არიან გულშემატკივრები. რაღაც არ მოეწონებათ(თავადაც არ იციან რა) და უამრავი ვითომ "გულშემატკივარი" გამოჩნდება და სრულიად უმიზეზოდ ადმნისტრაციას საყვედურობენ. მოკლედ, მადლობა დიქსონს მაღალი დონის და გულიანი თამაშისთვის, მადლობა ფედერაციას, ასეთი კაცის ჩამოყვანისა და იმ ორ წელში სიამოვნების მონიჭებისთვის. იმედია, ტედ მაკფადენი არანაკლებად გაირჯება და მეტ ქულებს დადებს. მადლობა ყველას, ვინც თუნდაც მცირედით ცდილობს ქართულ სპორტს ხელი შეუწყოს. მტრები და ვაი "გულშემატკივრები" ყოველთვის იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ საქმე კეთდება და ეს კეთება ვიღაცეებს აღიზიანებს.
კოტე
12 ივნისი 2018 16:21
0
მაგრა დამწყდა გული გურასპაულო დაგრცა გუნდში ლიდერი როგორც აგნისნე ბოისა რაც შეეხება ახალ კალატბურტელს გუნდური მოტამაშე არ ცანს
შოთა გუგეშაშვილი
12 ივნისი 2018 04:23
1
ვიდეოს მიხედვით მისი შემცვლელი მაგარი მოთამაშეა, მაგრამ ასაკიანიცაა. გაძლებს მთელი თამაშის მანძილზე?
ბეს
11 ივნისი 2018 20:58
0
დიქსონი, მემახსოვრება ცხოვრების ბოლომდე, მისი თამაში ძაან შთამბეჭდავი, ერთ რამეზე მწყდება გული, მისი ავტოგრაფი არ მაქ, იმედია სადმე წავაწყდები, წარმატებები მაგარ კაცს !!!!
toka
11 ივნისი 2018 12:55
0
არადა როგორი ფოკუსები დადგეს ფედერაციას რო მოჯდომოდნენ სათავეში და ერთი კალათბურთელი ვერ შეინარჩუნეს.ტფჰუიი თქვენი. წარმატებებები რიჩის მოგვენატრება ძაან
რომა
11 ივნისი 2018 11:52
1
მთელ საქართველოს მოსწონდა დიქსონი, გულშემატკივარი ძალიან კარგად გრძნობს როგორი განწყობითაც გამოდის მოთამაშე მოედანზე, იქნებ ჟურნალისტები თვითონ დაუკავშირდნენ და მიზეზი კითხონ?
ალეკო
11 ივნისი 2018 11:27
0
სოსო, გეთანხმები იმაში რომ დიქსონის ნაკრებში თამაში, მართლაც იწვევდა პატივისცემასა და დაფასებას. თუმცა ვერ დავიჯერებ რომ ძალიან მაღალი დონის მოთამაშე უნდა თამაშობდეს თურქეთის მე-2 ლიგაში. ეს როგორ თავსდება ერთმანეთთან? მაღალი კლასი და თურქეთის მე-2 ლიგა!!!! რაც სეეხება ახალ კალათბურთელს, დაველოდოთ და ვნახაოთ, რას წარმოადგენს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ საბერძნეთის ჩემპიონატი არ არის თურქეთის მე-2 ლიგა, ის ძალიან მაღალი დონისჩემპიონატია და იქ ბომბარდირობა, არაა იოლი საქმე. ვნახოთ, წინასწარ ნუ გავაკეთებთ უარყოფით დასკვნებს.
kaki cereteli
11 ივნისი 2018 11:25
3
250000 დოლარზე ადვილი არ არის უარის თქმა
ნოდო
11 ივნისი 2018 12:47
0
არ იტყოდა დიქსონი უარს. ან თუ თქვა, რეალური მიზეზი იქნება
1
11 ივნისი 2018 10:57
0
კალათბურთის ფედერაციაა, ფუტლიარების ფედერაცია თუ მახათის ფედერაცია?

1) კოკოშკოვი წავიდა. თავისი სურვილით ან ფედერაციამ გაუშვა - თუ კოკოშკოვის ნება იყო ფედერაცია რატომ არ ეცადა მის დარჩენაზე დაყოლიებას, თუ გაუშვა ფერდერაციამ, რატომ გაუშვა?
2) დიქსონი წავიდა. თავისი სურვილით ან ფედერაციამ გაუშვა. კაცი რომელსაც ტრამვისთვის არასდროს ეცალა და არამარტო საქართველოს არამედ მთელი შესარჩევის ბომბარდირია, ფედერაციამ არაფერი გააკეთა მის დასატოვებლად.
3) ფაჩულია წავიდა - არგუმენტი NBA. ეხლა NBA-ს სეზონი დასრულებულია და არც ცდილობს ფედერაცია რომ ნაკრებში დაბრუნებაზე დაიყოლიოს.
4) ვიქტორ სანიკიძე წავიდა ტრამვის გამო, რომლის არყოფნამაც განაპირობა ევროევრობასკეტ 2017-ზე ჯგუფში ჩარჩენა. არაფერი მსმენია რომ რამით ეხმარება ფედერაცია სანიკიძეს, რომ სწრაფად მოირჩინოს ტრამვა.
dato30
11 ივნისი 2018 10:53
3
არაფრის გამკეთებლები ეგენი არ არიან.თამაშებზე ვერ ჩამოიყვანეს შენგელია-შერმადინი როცა ევროლიგის ბევრმა მოთამაშემ ითამაშა.საიტი ვერ გაუკეთებიათ და რომელ ამ თემების მოგვარებაზეა ლაპარაკი.საიტზე რო შეხვიდე და უყურო სუპერლიგის თამაშებს ის ვერ გააკეთეს.ერთი წელია მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია.
დდდ
11 ივნისი 2018 14:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული