საქართველო-ესტონეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
24 თებერვალს საქართველო-ესტონეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და გულშემატკივრებს მისი შეძენა ონლაინ - TKT.GE-ზე შეუძლიათ.

ბილეთების ფასი - 5, 10, 15 და 25 ლარია.

24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველო-ესტონეთის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თებერვლის თვეში ორ შეხვედრას გამართავს.

21 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები გასვლით მატჩს საბერძნეთში ჩაატარებს, ხოლო 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

alt"დიდი ხანია ასეთი თამაში არ მინახავს" - ქართველი კალათბურთელების კომენტარები ისრაელთან მოგების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 4 /
უმოტივაციო და ადეთ სუსტ მეტოქესთან დასწრება თავისუფალი უნდა იყოს. 25 ლარი არა
გოგა
11 თებერვალი 2019 17:54
1
უკაცრავად, მაგრამ სპორტის სასახლის ხარჯებს ვინ დაფარავს. ის კერძო საკუთრებაა და მისი მხოლოდ ერთი დღიტ დაქირავება 20 ათასი ლარია. იქ უამრავი სხვა ხარჯი ემატება, თანაც ორი დღე ვარჯიშებია. რაღა 25 ლარიან ბილეთს მიადექი. ძირითადად 5, 10 და 15 ლარიანი ბილეთებია. რას ქვია, უმოტივაციო თამაში. თუ გულშემატკივარი ხარ, ნაკრების ნებისმიერ თამაშს უნდა დაესწრო. მაგ მიდგომით ბოლო 25 წელი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშების აბსოლუტურ უმრავლესობაზე არავის უნდა ევლო. ან საიდან მოიტანე, ესტონეთი რომ სუსტია. გულშემატკივართა ნაწილს ბილეთები ისედაც უფასოდ ურიგდებათ, ისევე, როგორც საკალათბურთო სკოლების ნაწილს. ვისაც სპორტი აინტერესებს, 5 და 10 ლარი(ვისაც შესაძლებლობა აქვს, 25 ლარიც) უნდა გადაიხადოს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად. გულშემატკივრობა გვერდზე დგომას ნიშნავს.
გოგა-ს
19 თებერვალი 2019 12:36
0
გოგა ბითაძის ტრავმის შესახებ არაფერი გარკვეულა? რა სიმძიმის ტრავმაა?
emigranti
11 თებერვალი 2019 15:57
0
მსუბუქი ტრავმაა კოჭზე. ზუსტი პასუხი, ითამაშებს თუ არა, 22 თებერვალს იქნება
.
19 თებერვალი 2019 12:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული