ილიას ზუროსი საბერძნეთის "პერისტერის" მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
ილიას ზუროსი საბერძნეთის "პერისტერის" მწვრთნელად დანიშნეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული კლუბი თავის "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.

ის ათენურ გუნდში 9 წლის შემდეგ დაბრუნდა და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ზუროსმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია სახელოვანი გუნდის გაძღოლა და როგორც შინაურ, ასევე ევროსარბიელზე წარმატების მიღწევას შეეცდებიან.

"პერისტერი" აცხადებს, რომ გუნდს მძიმე სეზონი ელის, კვირაში ორი მატჩის ჩატარება მოუწევს და ახალი თავკაცის იმედი აქვს.

"პერისტერმა" გასულ სეზონში ჩემპიონატზე ბრინჯაოს მერდლები მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია იუწყება, რომ ზუროსმა ბერძნულ კლუბთან
ხელშეკრულება მათთან შეთანხმებით გააფორმა, საქართველოს ნაკრებში შეთავსებით იმუშავებს და ამაში ხელი არ შეეშლება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლდა :)))) იმენნა ესაა ბოლდა. აქ ხომ ააყვავა ახლა იქ
Morris
13:27 27-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული