NBA. გოგა ბითაძე არც ათამაშეს, "ინდიანამ" კი ზედიზედ მე-6-ედ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ინდიანა პეისერსმა" საკუთარ კედლებში "ბრუკლინ ნეთსს" უმასპინძლა და 1 ქულის სხვაობით დამარცხდა - 105:106.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "ინდიანას" ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს, ნეით მაქმილანმა ახალგაზრდა ქართველი მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

თამაშის საუკეთესო მოთამაშე "ინდიანას" ცენტრი დომანტას საბონისი გახდა, რომელმაც შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა - 23 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა. მაილს ტერნერს 15 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა.

"ინდიანამ" ზედიზედ 6 მატჩი წააგო, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მე-5 ადგილზეა.


სხვა შეხვედრები

ორლანდო -
ატლანტა 135:126
დეტროიტი - შარლოტი 76:87
ტორონტო - მინესოტა 137:126
მილოუკი - საკრამენტო 123:111
დალასი - იუტა 119:123
დენვერი - სან ანტონიო 127:120
გოლდენ სტეიტი - მაიამი 101:113
ლეიკერსი - ფენიქსი 125:100

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული