დიდებულია - საქართველოს ნაკრებმა ბელგრადში სერბეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სერბეთი 94:90 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შეცდომებით დაიწყო, მეტოქე 7:0 დაწინაურდა და ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა წუთშესვენება აიღო. სერბებმა უპირატესობა თანდათან გაზარდეს, 14 ქულით გაიჭრნენ წინ. მათ რიგებში ყველაზე აქტიური იარამაცი იყო, რომელმაც 10 ქულა ჩააგდო. პირველი მეოთხედი 28:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ხშირად კარგავდა ბურთს, ხოლო მოწინააღმდეგე ეფექტურად იყენებდა პრესინგს.

მეორე პერიოდის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა, მაკფადენის მეცადინეობით, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება მოახერხა. ამის შემდეგ ზუროსმა თავის გამოჩენის საშუალება
ახალგაზრდებს მისცა. კარგად ჩაერთო თამაშში ტურძილაძე. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 48:41 მოიგეს.

მესამე მეოთხედის დასაწყისში კოკოშკოვის შეგირდებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და კონტრშეტევებზე ჩვენმა გუნდმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. ჩინებულად ირჯებოდნენ მაკფადენი და შერმადინი. ბოლო წუთზე ანდრონიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სერბებმა ბოლო შეტევა გამოიყენეს და სამი პერიოდის შემდეგ ანგარიში 67:65 იყო.

მეოთხე მეოთხედის დასაწყისშივე მასპინძლებმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურეს. შერმადინმა ფარზე რადულიცა და კრავიჩი დაჯაბნა, ანდრონიკაშვილმა ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ბოლოს მაკფადენმა სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ჩვენმა გუნდმა იერიში მოიგერია, მაკფადენმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და მოვიგეთ. რა თამაში მოვიგეთ!

33 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP მაკფადენი გახდა.

23 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი შერმადინის ანგარიშზეა. 11 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი ბურჯანაძემ მიითვალა. ანდრონიკაშვილმა 8 ქულა ჩააგდო, სანაძემ - 7 (პლუს 4 მოხსნა და 3 პასი), ბერიშვილმა - 6, ტურძილაძემ - 4 (5 მოხსნა), ცინცაძემ კი - 2.

სერბეთის გუნდში გამორჩეულები ავრამოვიჩი (27 ქულა) და იარამაცი (22 ქულა, 6 პასი და მარგი ქმედების 29-იანი კოეფიციენტი) იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 69 /
გილოცავთ,ძალიან მაგარი იყო ! თავიდან,თამაში რომ დაიწყო, გადართვა მინდოდა -მეგონა გავნადგურდებოდით,მაგრამ კიდევ კარგი ვუყურე! მოკლედ ეს ორი დღეა გახარებული დავდივარ და ღმერთმა არ მოაკლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი სიხარული!
dima
24 თებერვალი 2020 01:23
1
Magari gaabandzet saiti ra. Rac ar unda dzlieri interneti mqondes video chedavs da palitratv sac exeba . Egec tqvenia.
Gela
24 თებერვალი 2020 00:58
13
ბრწყინვალე გამარჯვება!
დიდი პატივისცემით თქვენივე გულშემატკივარი, უმჯობესი არ იქნება სტატისტიკაც რომ დაურთოთ ხოლმე როგორც თამაშის ასევე ინდივიდუალურად მოთამაშეების.
მაკფადენი
24 თებერვალი 2020 00:31
1
დედა რაიყო ეს...
მარი
24 თებერვალი 2020 00:27
1
არ მესიამოვნა მაკფადენი რო არჩია ზუროსმა დიქსონს , მაგრამ ყისმათა ყოფილა ეგ ბ(ე)რძენი , არა მგონია დიქსონს ეგრე წასვლოდა თამაში
ემირ
24 თებერვალი 2020 00:23
1
მაკფადენი გასაოცარი კალათბურთელია,საერთოდ არ იღლება! სხვა ნატურალიზირებულის ასეთი თამაში არ მახსოვს.....
dima
24 თებერვალი 2020 01:31
1
მაგას ყისმათი არ ჰქვია, სხვა რამე ჰქვია.
ბმბ
24 თებერვალი 2020 01:19
1
თემურ, აი ესენი არიან ყ....ბიანი კაცები და არა თვათხარია შსს მინისტრი.
თემურ თათარაშვილს
23 თებერვალი 2020 23:38
46
მადლობა ზუროსს, მადლობა ბიჭებს.უვარგისი მთავრობა ხალხს ცხოვრებაში ხელს რომ არ უშლიდეს , რა გააჩერებდა ხალხის და ქვეყნის წინსვლას. გენაცვალეთ ყველას ჟილკიანო ჯიგარო ქართველებო,,,,,,,,,,,
იკა
23 თებერვალი 2020 23:37
44
შეირგე შე კაცო ეს ლამაზი მოგება, რა მთავრობა აგიტყდა. ისე ვინ გაგაგდებია ხელიდან ლაფათქა
ირაკლი ქუთაისელი
24 თებერვალი 2020 08:36
1
ლეიბორისტთა ოფისიდან ხარ,მართლა უვარგისო?!
ika-s
24 თებერვალი 2020 01:02
13
ყველა გამოხმაურება
მადლობა ბიჭებს.გილოცავთ ყველას
თემური
23 თებერვალი 2020 23:37
1
გილოცავთ ყველას! იმედია კალათბურთელების, რაგბისტების და ძიუდოისტების წარმატება გადამდები იქნება და მარტში ფეხბურთელებიც გაგვახარებენ ევროპაზე გასვლით!
barsa
23 თებერვალი 2020 23:33
1
Gentis tamashis linki daweret tu icit vinmem
ემირ
23 თებერვალი 2020 23:31
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული