კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან დამარცხება (90:94) სერბეთის მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ასე ახსნა:

"მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადავუხადო. მათ გასახარებლად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ხანდახან კალათბურთში ყველაფერი სასურველად არ ხდება. ქართველებს გამარჯვებას ვულოცავ. ეს სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია, ხუთი წელია ერთი მწვრთნელი უდგას სათავეში, ჩამოყალიბებული სისტემა გააჩნიათ.

თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, ენერგიულად. მოგება გვსურდა. მე მართლა მიმაჩნია, რომ სპორტსმენები თამაშობენ, მწვრთნელები კი - აგებენ. ყოველი მარცხის შემდეგ მიზეზს ეძებ. ბევრი შეცდომა დავუშვით. ბევრი რაღაცის დანერგვას ვცდილობდით. ქართველთა გუნდმა უკეთ იასპარეზა. ბოლო ორი დღე ცოტა
ვინერვიულეთ. ფინეთთან ბევრად ადვილი თამაში გვქონდა. მეტოქის კალათში ბურთს ადვილად ვერ ვაგდებდით. ზოგიერთ ჩვენს ახალგაზრდას ნერვიულობა დაეტყო.

მათ შერმადინი და მაკფადენი ჰყავთ, რომლებიც დომინირებდნენ - საქართველო უკეთესი გუნდი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა", - ციტირებს კოკოშკოვს sportklub.rs.

მკითხველის კომენტარები / 9 /
იგორ გვახსოვხარ და საპასუხო თამაშზე რომ ჩამოხვალ აუციელბლად გამოვხატავთ რაიმე ლამაზი ჟესტით ჩვენს პატივისცემას შენდამი
შაკო
24 თებერვალი 2020 15:05
0
კაცია იგორი!
ბუტა
24 თებერვალი 2020 13:48
0
ესპანეთსაც წაუგია კარგია რაც მეტი ბობოლა წააგებს იქნებ ევროლიგას ლაგამი ამოსდონ და კალათბთელები გამოაშვებინონ ნაკრებში.
Kkk
24 თებერვალი 2020 11:33
0
კოკოშკოვი რომ ღირსეული და ჭკვიანი კაცია,ქართველებზე უკეთ არავინ იცის.უზარმაზარია მისი ღვაწლი ქართული კალათბურთის წინაშე და ამისათვის დიდი მადლობა.თუმცა არ ვეთანხმები იმაში,რომ საქართველოს ეს გუნდი,სერბიის გუნდზე უკეთესია.სერბებს მგონი ზუსტად ის დაემართათ,რაც ჩვენ შვეიცარიასთან.შესანიშნავმა დასაწყისმა,დაარწმუნათ,რომ ადვილად გაიმარჯვებდნენ და კონცენტრაცია დაკარგეს.ჩვენ შვეიცარიასთან გაგვიმართლა და შევძელით ბოლოსაკენ ნებისყოფის მოკრეფა,მაგრამ ჩვენ, შვეიცარიელებზე გაცილებით მაღალი კლასის ბიჭები გვყავს და ათამაშებული ხუთეულის გაჩერება,სერბებმა უკვე ვეღარ შეძლეს.
სოსო
24 თებერვალი 2020 11:18
1
..."მე მართლა მიმაჩნია, რომ სპორტსმენები თამაშობენ, მწვრთნელები კი - აგებენ" - ძალიან ვაჟკაცური და აზრიანი ფრაზაა, ბევრი მწვრთნელი (მათ შორის საქართველოში მოღვაწე) ვერ გაბედავს ამის ასე აღიარებას.
ანესთეზეოლოგი
24 თებერვალი 2020 10:17
0
სადაც არ უნდა იყო და ვისაც არ უნდა წვრთნიდე ჩევნი ძმა და მეგობარი ხარ!
ლაშა
24 თებერვალი 2020 10:16
0
Მადლობა იგორ, ღირსეული კაცი ხარ!
Irakli
24 თებერვალი 2020 09:15
0
კოკოშკოვის დამსახურებაა ამ დონეზე რო ვართ, ამ კაცმა ბ დივიზიონიდან ამოგვიყვანა და გუნდად გვაქცია, ევროპაზე გაგვიყვანა და ამისთვის დიდი მადლობა მას
irakli
24 თებერვალი 2020 08:09
2
რო მოვიგეთ მაქ შენი წვლილოც არის და ჩვენებმა ეს კარგათ გამოიყენეს
irakli
24 თებერვალი 2020 06:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული